ეკო ფანგანს ხასიათს ცუდი სიზმრები უფუჭებს

ეკო ფანგანს ხასიათს ცუდი სიზმრები უფუჭებს

პროფესია და საქმიანობა:

ჩემი პირველი პროფესიაა საერთაშორისო ურთიერთობები და საერთაშორისო სამართალი და მიმუშავია ამ განხრით, მეორე გახლავთ იტალიური ენა და კულტურა და, მესამე - პიარი. უგზო-უკვლოდ განათლებული ვარ (იცინის). ამჟამად ვმუშაობ ტელეკომპანია ''იმედში'' და ხელოვნების ხელშეწყობის ფონდში.

საყვარელი ფილმი და მსახიობი:

ჩემთვის საყვარელი ფილმი არის პედრო ალმოდოვარის ''ყველაფერი დედაჩემის შესახებ'', მძიმეა, მაგრამ მიყვარს, მივიჩნევ, რომ ძლიერი ფილმია. კერპები არ მყავს, ამიტომ საყვარელი მსახიობის გამორჩევაც მიჭირს, თუმცა ჩემთვის მთელი ბავშვობა ოდრი ჰეპბერნი იყო მისაბაძი მსახიობი, ამიტომაც მას დავასახელებ. ბავშვობაში მეგობრობის დღიურებს რომ ვავსებდი, სწორედ მას ვწერდი.

უკვე გადაღებული ფილმებიდან, რომელში მიიღებდი მონაწილოებას და ვის როლს შეასრულებდი?

ბავშვობიდან მინდა, მსახიობი ვიყო, ამიტომ ყველა ფილმში ვითამაშებდი, რაც კარგია. ''რომაულ არდადეგებს'' დავასახელებ, პრინცესა ანას ვითამაშებდი.

რისი გეშინია?

მიწისძვრის, თურმე ომის მეშინია კიდევ ძალიან, 2008-ში პანიკაში ჩავვარდი.

რისი გრცხვენია?

არაფრის (იცინის). უსირცხვილო კი არ ვარ, ჩემი ქმედებები გააზრებულია და ამიტომ არ მრცხვენია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება