ფოთის საკრებულოს წევრმა მეზობელი დაჭრა

ფოთის საკრებულოს წევრმა მეზობელი დაჭრა

ფოთის საკრებულოს ახლად არჩეულმა წევრმა, კოალიცია "ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მეორე ნომერმა და "თავისუფალი დემოკრატების" ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე თამაზ სოსელიამ მეზობელი გენადი ბელქანია დაჭრა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. მათ შორის შელაპარაკება სუფრაზე მოხდა. არსებული ცნობებით, თამაზ სოსელიამ გენადი ბელქანიას ჭრილობა ყელის არეში მიაყენა.

მომხდართან დაკავშირებით ოჯახის წევრები, მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მეზობლები კომენტარს არ აკეთებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თამაზ სოსელია დაკავებულია. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით, რომელიც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ