თეონა კონტრიძე ედუარდ შევარდნაძეს იცავს: "ფუ, თქვე ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო!"

თეონა კონტრიძე ედუარდ შევარდნაძეს იცავს: "ფუ, თქვე ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო!"

ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების შემდეგ არაერთი ცნობილი ადამიანის სამძიმრის წერილი გავრცელდა. მათი აბსოლუტური უმრავლესობა და ისინიც კი, ვინც წლების განმავლობაში ექს-პრეზიდენტს გამუდმებით ოპონირებდნენ, მეტწილად დადებითად მოიხსენიებენ გარდაცვლილს, თუმცა რაც შეეხება მოქალაქეებს, ისინი სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე ბევრად თავისუფლები არიან პოლიტკორექტულობისგან და დაუფარავად გამოხატავენ ყველა იმ უარყოფით ემოციას, რაც მათი თქმით, მათში იმ წლების მოგონებები იწვევს, როდესაც ედუარდ შევარდნაძე საქართველოს პოლიტიკური ლიდერი იყო (იხ. მე ვერ მეცოდება შევარდნაძე და მომკალით, თუ გინდათ! - "მკვდარზე ნათქვამი ცუდი", ანუ გამწარებული თაობების სათქმელი).

როგორც ჩანს საზოგადოების გამოხმაურებებს ეცნობა მომღერალი თეონა კონტრიძე, რომელიც აშკარად გააღიზიანა იმ ადამიანებმა, რომლებიც უარყოფითად იხსენებენ ქვეყნის ექს-პრეზიდენტს.

Facebook/ თეონა კონტრიძე, მომღერალი:

''მომისმინეთ! ჯერ სოფელ მამათიდან წამოდით. გახდით საბჭოთა საქართველოს პირველი პირი. საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტი და მერე იბაზრეთ რამე. თქვე უზრდელო და უტაქტო, ასფალტზე აღმოცენებულო და ყოვლად უვიცო ხალხო. ფუუუ!", - წერს მომღერალი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს