სოფო შევარდნაძე - მადლობა ედუარდ შევარდნაძის მეგობრებსაც და მტრებსაც, რადგან არ ტოვებდნენ მას ცხოვრების ბოლომდე

სოფო შევარდნაძე - მადლობა ედუარდ შევარდნაძის მეგობრებსაც და მტრებსაც, რადგან არ ტოვებდნენ მას ცხოვრების ბოლომდე

მე დღეს ვემშვიდობები ჩემს ბაბუას, ადამიანს, რომელიც გაჩენის პირველი წუთიდან ეკუთვნოდა თავის ხალხს, - ამის შესახებ ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა, სოფო შევარდნაძემ სამების საკათედრო ტაძარში, ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა. მისი თქმით, ედუარდ შევარდნაძის პრიორიტეტი ყოველთვის საქართველო იყო.

"თავს უფლებას მივცემ, ვიყო სუბიექტური. სამების საკათედრო ტაძარი, სადაც ჩემს ბაბუას ვემშვიდობებით, მას ერთ-ერთ მთავარ ქმნილებად მიაჩნდა. ის ფაქტი, რომ ჩვენ დღეს აქ ვიმყოფებით, ჩემთვის არის კიდევ ერთი მიმანიშნებელი იმისა, რომ მას ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. უფლის თანადგომა თან ახლდა მის ბევრ წარმატებას და წარუმატებლობას. პოლიტიკა მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილი იყო, იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა განმესხვავებინა პოლიტიკოსი ადამიანისგან. ბედმა მარგუნა, მასთან ერთად ბევრი ისტორიული მოვლენის მოწმე ვყოფილიყავი, ზოგჯერ ქარტეხილებსაც კი. ამ გამოცდილებიდან ჩემთვის ერთი რამ არის ნათელი - მისი პრიორიტეტები ყოველთვის იყო მისი იდეალები და საქართველო", - განახცადა შევარდნაძემ.

ამასთან, სოფო შევარდნაძე ედუარდ შევარდნაძის მეგობრებსაც და მტრებსაც მადლობა გადაუხდა, რადგან "არ ტოვებდნენ ცხოვრების ბოლომდე".

"ამბობენ, რომ ის იყო წინააღმდეგობრივი პიროვნება და ასეც იყო, რადგან ისეთი მასშტაბის ადამიანი, როგორც ედუარდ შევარდნაძე იყო, სხვანაირი ვერ იქნებოდა. მას მართლა ყავდა ბევრი მეგობარი და მტერი. ამ წამს, უკლებლივ ყველა მათგანს მინდა გადავუხადო მადლობა იმისთვის, რომ არ ტოვებდნენ მას ცხოვრების ბოლომდე – არც მტრები და არც მეგობრები. მხოლოდ ამ თანაარსებობამ გახადა შესაძლებელი, მას გაევლო გასაოცარი ცხოვრებისეული გზა, რომელიც გაიარა. მე დღეს ვემშვიდობები ჩემს ბაბუას, ადამიანს, რომელიც გაჩენის პირველი წუთიდან ეკუთვნოდა თავის ხალხს. ასე რომ მშვიდობით ბატონო, პრეზიდენტო", - აღნიშნა სოფო შევარდნაძემ.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია