ცნობილების საზაფხულო დანახარჯები, ანუ ''წყნეთის სახლში 15 ათასი დოლარი გადავიხადეთ...''

ცნობილების საზაფხულო დანახარჯები, ანუ ''წყნეთის სახლში 15 ათასი დოლარი გადავიხადეთ...''

ყველა ადამიანი იმსახურებს, წელიწადში ერთხელ მაინც, დაძაბული მუშაობის შემდეგ, განტვირთვის დღეები მოიწყოს. რასაკვირველია, ბევრი ვერ ახერხებს შესაბამისი თანხის დაგროვებას და სამოგზაუროდ წასვლას. გადავწყვიტე გამერკვია, რამდენს ხარჯავენ დასვენებაში პოპულარული და ცნობილი ადამიანები.

ხატია სიჭინავა:

- ხატია, უკვე გადაწყვიტე, ზაფხულში სად დაისვენებ?

- აგვისტოში უნდა ვიმშობიარო და სახლში რემონტი მაქვს, დასასვენებლად წასვლაზე საერთოდ არ ვფიქრობ. ჩემი დასასვენებელი ადგილი ამჯერად ელიავაა.

- გასულ წლებში როგორ დასვენებას ანიჭებდი უპირატესობას?

- ზაფხულს ორ ნაწილად ვყოფ ხოლმე. ორი კვირით ბავშვები ბაკურიანში მიმყავს და მერე ზღვაზე მივდივართ. სექტემბერში უკან ვბრუნდებით.

- შეგიძლია, გვითხრა, ყველაზე ბევრი დასვენებაში რა თანხა გადაგიხდია?

- შარშან წყნეთში სახლი გვქონდა აღებული და თხუთმეტი ათასი დოლარი გადავიხადეთ. ორი ოჯახი ვისვენებდით და თანხა გავიყავით. ბაკურიანში დასვენება კი დაახლოებით ხუთი ათასი ლარი ჯდება.

- ყველაზე კარგად რომელი ზაფხული გახსენდება?

- ჩემი შვილები ძალიან პატარები არიან და სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ, კარგი დასვენება მოვუწყო. ძალიან მინდა, ''დისნეი ლენდში'' წავიყვანო და მათი საყვარელი ზღაპრების გმირები ვაჩვენო, მაგრამ ეს ჯერ ვერ მოვახერხეთ. მე და ჩემი ქმარი სულ მარტო დავდივართ დასასვენებლად და ყველა ძალიან კარგად მახსენდება. რომელიმეს ვერ გამოვარჩევ. ჩვენი საყვარელი დასვენების ადგილი ევროპაა.

სალომე გოგიაშვილი:

- სალომე, რა თანხა გჭირდება კარგი დასვენებისთვის?

- ბავშვებთან ერთად მივდივარ ხოლმე დასასვენებლად და ასეთ შემთხვევაში უფრო ბევრი თანხა გვეხარჯება. თანხის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ, რადგან ვფიქრობ, რომ ასეთ თემებზე საუბარი უხერხულია, როდესაც ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ელემენტარული კომფორტი შეუქმნან თავიანთ თავს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება