ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს

ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს

შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და დედაქალაქის ყოფილ მერ გიგი უგულავას ახალი ბრალი უკვე წაუყენეს.

ახალი ბრალდება 7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმეს უკავშირდება.

"ბრალში მოცემული ფაქტობრივი გარემოებები, მთელი ისტორია, ესაა ბელეტრისტიკა, ესაა ერთგვარი მოთხობის სტილში დაწერილი დოკუმენტი და არა სამართლებრივი შინაარსის მატარებელი", - განუცხადა ჟურნალისტებს გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილს, ადვოკატ გიორგი ჩივიაშვილის მტკიცებით, საქმეში კონკრეტული მტკიცებულებები არ არსებობს.

"ამ შინაარსის მუხლი მას უკვე ჰქონდა წარდგენილი და მისჯილიც აქვს 26 მაისის ფაქტთან დაკავშირებით, სადაც უამრავი ლაფსუსი აქვს პროკურატურას. დარწმუნებული ვარ, ახალ სისხლის სამართლის საქმეშიც ექნება მას ცდომილება, რადგან ჰყავს ერთი და იგივე მოწმეები, რომლებსაც ყველა პროცესზე იყენებენ. რაღაც ახალს არ ველოდებით, ველოდებით დამატებითი შოუს ელემენტებს", - აღნიშნა ჩივიაშვილმა.

ამავე საქმეში ბრალდებულ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.

7 ნოემბრის აქციის დარბევის, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრისა და ბადრი პატარკაციშვილის ქონების ხელში ჩაგდების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება გუშინ გაკეთდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ