ლელა მებურიშვილი საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს?

ლელა მებურიშვილი საქართველოში დაბრუნებას აღარ აპირებს?

ლელა მებურიშვილი ''ჩემი ცოლის დაქალების'' ერთგულ მაყურებელს ძალიან მოენატრა. მსახიობმა ერთი სეზონი ფეხმძიმობის გამო გამოტოვა და სერიალში მისი გმირი ამერიკაში გაემგზავრა.

კატოს როლის შემსრულებელი ძალიან შეიყვარა მაყურებელმა და მიუხედავად იმისა, რომ ცოტნე ცოტაშვილის და ანკას გმირის "ლავ სთორიმ'' ყველა გაართო, იყვნენ ისეთებიც, ვისაც კატოს თავგადასავლები და ვნებიანი სიყვარულის ისტორიები ენატრებოდათ.

ლელას ''რუსთავი 2''-ზე საბავშვო გადაცემა ''ეკივოკი'' მიჰყავდა. თუმცა ახალი სეზონიდან გადაცემა ნიკა გრიგოლიას მიჰყავს.

ლელა ამჟამად ჩიკაგოში მეუღლესთან და პატარა ალექსანდრესთან ერთად ცხოვრობს და ისე მოსწონს ამერიკული ცხოვრება, რომ შესაძლოა, უკან დაბრუნებაც გადაიფიქროს.

წაიკითხეთ მეტი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება