ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავები უცხოეთში - სკანდალები და საინტერესო ამბები

ყველაზე პოპულარული ქართველი ვარსკვლავები უცხოეთში - სკანდალები და საინტერესო ამბები

''საქართველოში არავინ გაფასებს'', ''შენს ქვეყანაში ვის სჭირდები'', ''აქ არც შოუა და არც ბიზნესი'' - ამ ფრაზებს ყველაზე ხშირად გაიგებთ ქართველი ცნობილი სახეებისგან. ქართველი მაყურებელი რომ პრეტენზიულია და ტაშს ადვილად არ დაუკრავს, ეგეც სიმართლეა, მაგრამ ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ არაერთ უნიჭობაზე გავსებულა ფილარმონია, მაგრამ ახალი თაობის მომღერლებს, გამონაკლისების გარდა, განსაკუთრებულად არ სწყალობენ.

თუმცა არიან ქართველები, რომლებიც ჯერ კიდევ ადრე მიხვდნენ, რომ ქვეყნიდან წასვლა კარიერის უკეთ აწყობაში დაეხმარებოდათ. ბევრს არ გამოუვიდა და დღემდე მოსკოვის რომელიმე რესტორანში მღერის, მაგრამ იმაზე მეტ ჰონორარს მაინც იღებს, რაც თბილისის რესტორნებში ან წელიწადში ერთხელ საახალწლო კონცერტზე უნდა აეღო.

არიან ძალიან წარმატებულებიც, რომლებმაც გზა შეიძლება ბევრი შრომით, მაგრამ მაინც გაიკაფეს და მათგან ბევრს დღეს მსოფლიო იცნობს, ნაწილი კი მხოლოდ რუსეთში მოპოვებული პოპულარობითაც კმაყოფილი და ბედნიერია.

ირაკლი ფირცხალავა - რუსული შოუბიზნესის პოპ-მაჩო 1977 წლის 13 სექტემბერს მოსკოვში დაიბადა. მის ცხოვრებაში განსაკუთრებული როლი დედამ ითამაშა. ბავშვობაში ხუთი სკოლა გამოიცვალა და ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, მაგრამ დედამ შეატყო, რომ ბავშვს სიმღერის ნიჭი ჰქონდა და 5 წლის ასაკში მუსიკალურ სკოლაში ჩაირიცხა. მოგვიანებით, 13 წლის ასაკში, მუსიკალურ სკოლაზე უარი თქვა და 2 წელი საფეხბურთო კლუბ ''ლოკომოტივში'' ვარჯიშობდა, მაგრამ ფეხბურთელობისთვის უკვე დიდი იყო და ყველაფერი ნულიდან უნდა დაეწყო. მალე ისევ მუსიკას დაუბრუნდა.

დღეს ირაკლი მოსკოვში წარმატებული პოპმომღერალია. სცენაზე საკუთარი თავი დიდი ხანია დაიმკვიდრა და პოპულარულ შოუებში ხშირად იწვევენ. ფანი გოგონების არმიას ოთხი წლის წინ დასწყვიტა გული, როდესაც მსახიობ სოფია გრებენშიკოვაზე იქორწინა. მათი ოჯახი რუსულ შოუბიზნესში სამაგალითოდ მიიჩნეოდა, მაგრამ ბოლო დროს არაერთხელ გავრცელდა ჭორი, რომ დაშორდნენ.

წყვილს ორი შვილი - 4 წლის ილია და წლინახევრის ალექსანდრე ჰყავთ. მომღერალს სიგიჟემდე უყვარდა მეუღლე და ოჯახი, მაგრამ რამდენიმე თვის წინ პრობლემები მათ ურთიერთობაშიც გაჩნდა.

ერთ-ერთი ვერსიით, ოჯახის დანგრევის მიზეზი სოფიას გაუთავებელი ეჭვიანობა გახდა. ფაქტია, რომ დღეს ცალ-ცალკე ცხოვრობენ და დღესასწაულებზე ხვდებიან ერთმანეთს.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება