"რატომ არ ვარდება მზე?" - როგორ ვუპასუხოთ ბავშვების ყველაზე უცნაურ შეკითხვებს

"რატომ არ ვარდება მზე?" - როგორ ვუპასუხოთ ბავშვების ყველაზე უცნაურ შეკითხვებს

ბავშვები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან. მათ გაუთავებელ "ვინ, რა, რატომ"-ს ხშირად გამოცდილი მშობლებიც კი ჩიხში შეჰყავს. მითუმეტეს, აბნევს ახალგაზრდა მშობლებს. როგორ ვუპასუხოთ ბავშვების შეკითხვებს, როცა არც პასუხი გვაქვს და გვინდა, რომ არ მოვატყუოთ, თანაც მასში ცნობისმოყვარე ბუნებაც არ ჩავკლათ.

ბავშვის კითხვების იგნორირება არ შეიძლება. არასოდეს გაექცეთ მის შეკითხვებს. თუნდაც არ გეცალოთ ან სულელურად გეჩვენებოდეთ ისინი. რა ვქნათ, როცა მათ უცნაურ შეკითხვაზე პასუხი არ ვიცით. განივიხილოთ ამ შეკითხვის მაგალითზე: "მზე ძირს რატომ არ ვარდება?".

ზერელე პასუხი

"არ ვარდება და მორჩა" ან "რატომ და იმიტომ", "რომ გაიზრდები, გაიგებ", "მამაშენს ჰკითხე" და ა.შ. დაგვეთანხმებით, რომ ეს პასუხები კი არა, ბავშვის თავიდან მოშორებაა. ამ პასუხებით ბავშვს ვაგრძნობინებთ, რომ სულელური და უინტერესო კითხვა დასვა. თავს კი იმით ვიმშვიდებთ, რომ მაინც რაღაც ვუპასუხეთ. სინამდვილეში ბავშვის მოლოდინი ვერ გავამართლეთ და ცოტა ავტორიტეტი შეგველახა მის თვალში. ბავშვი დასკვნებს სწრაფად აკეთებს და მალე იფიქრებს, რომ თქვენთვის რთული კითხვების დასმა არ ღირს.

პასუხი-პროვოკაცია

"რატომ უნდა ჩამოვარდეს? რა, დედამიწა ვარდება მზეზე?" - ეს პასუხი წინას ჯობს, მაგრამ თუ გაგრძელება არ მოაყოლეთ, მაინც არაფრად ვარგა. ამ პასუხით ბავშვს დაფიქრების, განსჯის, პრობლემის სხვა მხრიდან დანახვის საშუალებას აძლევთ და ეს კარგია, სამაგიეროდ ამ კითხვისნიშნიანი პასუხით შეკითხვების ახალ ტალღას მიიღებთ.

იხილეთ სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს