ტყუპი დის საოცარი ამბავი, რომელმაც 20 წლის წინ მსოფლიო შეძრა

ტყუპი დის საოცარი ამბავი, რომელმაც 20 წლის წინ მსოფლიო შეძრა

ერთ დროს მთელი მსოფლიო გულისფანცქალით ადევნებდა თვალს ამ ტყუპი დის ჯანმრთელობის მდგომარეობას. რაც კაირსა და ბრიელ ჯექსონს შეემთხვათ, ნამდვილი სასწაული იყო.

ეს ბავშვები ვადაზე მთელი 12 კვირით ადრე მოევლინენ ქვეყანას. თითოეული კილოგრამსაც არ იწონიდა და მათი გადარჩენის შანსიც ძალიან დაბალი იყო.

დები ცალ-ცალკე მოათავსეს დღენაკლულთა ინკუბატორში. ბრიელის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა, პატარამ წონაში მატებაც დაიწყო. კაირის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმე იყო. ექიმებმა იმედი თითქმის დაკარგეს.

რამდენიმე კვირის შემდეგ სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა: ღამით ბრიელმა საშინელი ტირილი მორთო. ისე ძლიერ ტიროდა, რომ სუნთქვა

ეკვროდა. სხეული სულ გაულურჯდა.

მორიგე ექთანმა მის ხელთ არსებულ ყველა ზომას მიმართა, მაგრამ ბავშვი ვერ დაამშვიდა. ვერავინ გაიგო ასეთი ძლიერი ტირილის მიზეზი. იმედგადაწურულმა მედდამ, გეილ კასპარანმა გოგონების ერთად დაწვენა გადაწყვიტა. ეს აკრძალული იყო, მაგრამ გეილმა მაინც გარისკა. სწორედ ამ დროს მოხდა დაუჯერებელი რამ: ბრიელი მაშინვე დამშვიდდა და ინსტინქტურად მოეხვია თავის დასუსტებულ დაიკოს, კაირს.

რამდენიმე დღეში კაირის ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, წონის მატება დაიწყო და სულ მალე დაიკოსაც კი გაუსწრო.

სრულად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს