''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''

''თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან დაბოლოებულ კაბას...''

დიზაინერი თეო ხიმშიაშვილი ბავშვობიდან ხატვითა და ხელსაქმით იყო გატაცებული. სკოლის დამთავრების შემდეგ მოსე თოიძის სახელობის პროფესიულ სასწავლებელში მოდის ფაკულტეტზე ჩააბარა. შემდეგ კი გადაწყვიტა, სერიოზული ნაბიჯი გადაედგა და სამხატვრო აკადემიაში განაგრძო სწავლა, მოდის დიზაინ-მოხატვის ფაკულტეტზე, სადაც ტექსტილის დამუშავება შეისწავლა.

მართალია, ამ ეტაპზე ახალ კოლექციაზე ინტენსიურად არ მუშაობს, თუმცა ესკიზებს ქმნის და თუკი შესაბამისი ფინანსური რესურსიც ექნება, ახალი ხაზის განვითარების სურვილიც აქვს. მისთვის შთაგონების წყარო მინერალებია და აქსესუარებადაც მათ იყენებს. მუშაობა ნატურალურ ქსოვილებთან, განსაკუთრებით - აბრეშუმთან სიამოვნებს.

- წლევანდელ ტენდენციებზე გავლენას 60-იანი წლების სილუეტი ახდენს, წელზე აქცენტით, თუმ-ცა ქალებს, რომლებსაც აქვთ თეძოების, მუცლის პრობლემა, არ მოუხდებათ 60-იანი წლების სტილის სილუეტი. ასეთი ფორმების მქონე მანდილოსნებმა უნდა შეარჩიონ ისეთი სამოსი, რომელიც სწორად გამოკვეთს მათ ფორმებს და უფრო მიმზიდველს გახდის.

- როგორი ფაქტურისგან შეკერილი სამოსის მორგებას გვირჩევთ?

- სასურველია ნატურალური ქსოვილისგან შერჩეული ტანისამოსი, გრადაციული ტონებით, რომელიც ზაფხულში სასიამოვნო სატარებელია.

- კაბებისა და ქვედაბოლოების მხრივ რა გავითვალისწინოთ?

- ეს თითოეული ადამიანისთვის ინდივიდუალურია. კაბის ფორმა დამოკიდებულია თეძოებზე, სიგრძე კი - ფეხის ფორმაზე. მაგალითად, თუ ქალს მოკლე წვივები აქვს, არ ვურჩევდი მუხლთან და-ბოლოებულ კაბას. პირადად მე, უპირატესობას ვანიჭებ თავისუფალ სილუეტს და ეს ჩემს კოლექციაშიც ჩანს.

- ზედატანების თვალსაზრისით რა რჩევას მოგვცემთ?

- ამ შემთხვევაში გასათვალისწინებელია მხრებისა და მკერდის ზომა, წელის გარშემოწერილობა. თუ ქალს განიერი მხრები აქვს, ვურჩევდი ოდნავ გადასულ სახელოს. დიდ მკერდზე კი ჩემთვის მიუღებელია ღრმად ამოჭრილი დეკოლტე, ხშირად ეს სექსუალურზე მეტად ვულგარულია და ქალს შინაგან მიმზიდველობას უკარგავს. ძირითადად ეს ორი მოტივია გასათვალისწინებელი.

ზოგადად, ვემხრობი იმ დიზაინერებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ უნდა დაფიქსირდეს წელი და ამასთან არ არის აუცილებელი, რომ ეს მაინცდამაინც რაიმე აქსესუარით მოხდეს, ქსოვილისგანაც კი შესაძლებელია ფორმის გამოძერწვა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება