ხინკალი 2 ლარი, წყალი 4 ლარი... - "კაზანტიპის" გასამმაგებული ფასები

ხინკალი 2 ლარი, წყალი 4 ლარი... - "კაზანტიპის" გასამმაგებული ფასები

გუშინ 20 აგვისტოს 21:00 საათზე ანაკლიაში "კაზანტიპის" ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნა. "რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. გუშინ დილიდანვე ვიზის ასაღებად რიგები არ წყდებოდა რესპუბლიკის შესასვლელთან, ასე რომ, ფესტივალი არც უცხოელი ტურისტების სიმცირეს უჩივის და არც ადგილობრივი სტუმრების.

ambebi.ge რესპუბლიკის ტერიტორიაზე ქართული პროდუქტების ფასებით დაინტერესდა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, "რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორიაზე ერთი ცალი ხინკალი 2 ლარი ღირს. ქართული ტრადიციული სამზარეულოს დუქანში ქართული შოთის პური 3 ლარი ღირს. გარდა ამისა, "კაზანტიპის" ტერიტორიაზე სხვა ბარები უკვე ფუნქციონირებს, სადაც ნახევარ ლიტრიანი წყალი 4 ლარი ღირს, ლუდი 5 ლარი, ნახევარლიტრიანი კოკა-კოლა 5 ლარი, ენერგეტიკული სასმელი 6 ლარი, სხვადასხვა სახის კოქტეილები კი 20 ლარი ღირს.

"რესპუბლიკა კაზანტიპის" ტერიტორიის კარი სტუმრებისთვის 21:00 საათზე გაიღო. ფესტივალი 10 დღეს გაგრძელდება.

იხილეთ ასევე: "კაზანტიპის" ფესტივალის საზეიმო გახსნა - ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია