წინასწარი მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ამის შესახებ აფხაზურის საინფორმაციო სააგენტო "აპსნიპრესი" წერს.

როგორც ე.წ. ცესკო-ს თავმჯდომარე ბატალ ტაბაღუამ განაცხადა, რაულ ხაჯიმბას ხმა არჩევნებში მონაწილეთა 50,57%-მა მისცა.

ოკუპირებულ აფხაზეთში ყველა ე.წ. საარჩევნო უბანი 24 აგვისტოს, 20:00 საათზე დაიხურა.

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციიით, არჩევნები შედგა, ვინაიდან მასში ამომრჩეველთა ნახევარზე მეტმა მიიღო მონაწილეობა.

"საპრეზიდენტო" მარათონში ოთხი კანდიდატი - ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა, მერაბ ქიშმარია და რაულ ხაჯიმბა მონაწილეობდნენ.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?