რუსები მოდიან: რა გეგმები აქვს პუტინს

რუსები მოდიან: რა გეგმები აქვს პუტინს

შეიძლება კრემლმა კვლავ განაგრძოს უარყოფა, მაგრამ მტკიცებულებები იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, უკვე საკმარისადაა: ნატოს ჯაშუშური ფოტოები, თვითმხილველები და პუტინის ადამიანის უფლებათა დამცველიც კი რამდენიმე ბატალიონის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ თვალსაჩინო ფაქტებს აშუქებენ.

ალექსანდრ ზახარენკომაც კი, დონეცკის სეპარატისტთა ლიდერმა ამაყად განუცხადა რუსეთის ერთ-ერთ ტელეარხს, რომ 3000, 4000 რუსი ჯარისკაცი შეემატათ აღმოსავლეთ უკრაინაში საბრძოლველად.

რა გეგმები აქვს ვლადიმერ პუტინს? ახალი საომარი ფრონტის გახსნა, აზოვის ზღვის მხრიდან, რომ შემდეგ მოიპოვოს გზა თბილი წყლების პორტისკენ.

ზოგი უკრაინელი შიშობს, რომ პუტინის მიზანი რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელი კორიდორის შექმნაა. რამდენიმე ნატოს ოფიციალური წარმომადგენელი ფიქრობს, რომ პუტინს საბჭოთა კავშირის აღდგენა სურს, რითაც პრო-ევროპას და პრო-ნატო უკრაინას თავის კარის ზღურბლზე დაისვამს და დააუძლურებს.

ფიოდორ ლუხანოვი, ”რუსეთი და გლობალური კავშირების” რედაქტორი თვლის, რომ პუტინს რეალური სტრატეგია არ გააჩნია და ცდილობს სწრაფ, რეაქციულ ტაქტიკას მიყვეს. მისი აზრით, რუსეთის ასეთი ქმედება უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ზეწოლისკენაა მიმართული, რომ მან შეთანხმებას ხელი მოაწეროს, რომ მიხვდეს, რომ ომის შემთხვევაში გამარჯვების შანსი არ აქვს და სეპარატისტებთან შეთანხმებაზე წავიდეს.

უკრაინელი ექსპერტი სერგეი სტროკანი ფიქრობს, რომ ასეთი რამ შეუძლებელია რომ მოხდეს. ის, რომ პოროშენკო ამბოხებულებთან მოსალაპარაკებლად დაჯდეს, იგივე იქნებოდა, ჯორჯ ბუში რომ ოსამა ბინ ლადენთან წასულიყო მოლაპარაკებაზე. ეს იქნება პოლიტიკური თვითმკვლელობა, რომელსაც სტროკანის აზრით, პოროშენკო არ დაუშვებს.

ბრიტანეთში უკრაინის ელჩი ანდრეი კუზმენკო ფიქრობს, რომ პუტინს ერთადერთი მიზანი აქვს - ”მას ვერ აუტანია და ცდილობს ყველანაირად აღკვეთოს მოსაზღვრე თავისუფალი, აყვავებადი, დემოკრატიული უკრაინის მომავალი. ამის მიზეზი კი ისაა, რომ პუტინის აზრით, თუ უკრაინელებს შეუძლიათ ეს, მაშინ რუსებიც შეძლებენ, რაც პირადად მას საფრთხეს შეუქმნის”.

მომზადებულია nbcnews.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა