რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან

რატომ სწერენ ნანუკა გოგიჩაიშვილს პროკურატურიდან და პატრულიდან

ნანუკა გოგიჩაიშვილი, თავისი ოჯახიდან გამომდინარე, ბავშვობიდან ცნობილია, თუმცა მოდელობით და შემდეგ ტელეწამყვანობით თავადაც გახდა ცნობადი სახე. პოპულარობის გამო ყველაფერს არ გააკეთებს, მაგალითად, გაშიშვლებაზე არ დათანხმდება. ძალიან უნდა მსახიობობა და კარგ შემოთავაზებას ელის.

- ნანუკა, ბავშვობიდან გინდოდა, ცნობილი ყოფილიყავი?

- არასდროს მიოცნებია, მაგრამ თავში მქონდა ჩადებული, რომ ცნობილი მსახიობი უნდა გამოვსულიყავი. ყველა მეუბნებოდა, რომ ჩემგან კარგი მსახიობი დადგებოდა, საინტერესოდ ვყვებოდი ამბებს. თანაც, ოჯახის წევრების უმრავლესობა მსახიობია. მერე სხვა გზით გავხდი ცნობილი, მაგრამ მსახიობობაზე დღემდე ვოცნებობ. გოგი თოდაძეთან დავდიოდი, არაერთ სპექტაკლში მითამაშია.

- პოპულარობის გემო რა ასაკში იგრძენი?

- ჩემი მშობლების გამო ბავშვობიდან მცნობდნენ. ამბობდნენ, ეს გოგიჩას შვილიაო. ასე რომ, რაღაც სახელი, არა ჩემით მოხვეჭილი, სულ მომყვებოდა. 14 წლის ვიყავი, როდესაც შარდენზე ნანა შუკვანის ჩვენება გაიმართა. კრისტი ყიფშიძესთან, სალომე ღვინიაშვილსა და ნათია მაქაცარიასთან ერთად მე და მაშო გაგუა გამოვდიოდით და მოდელებს შორის ყველაზე პატარები ვიყავით. იმ პერიოდში სადღაც მოვხვდი და ჩემზე თქვეს, ჩვენებაზე გამოდიოდაო. იცი, მაშინ ეს ჩემთვის რა იყო? ამ ტოპმოდელებთან ერთად ორი პატარა ღლაპი გამოვედით. აი, ეს მომენტი დამამახსოვრდა. დაბადების დღეზე ვიყავი და იქ აღნიშნეს. მაშინ თითო-ოროლა ჩვენება იმართებოდა და ყველა იგებდა მათ შესახებ. თავი დიდი ვინმე მეგონა (იცინის).

- თავში არასდროს აგვარდნია?

- არასდროს. პატარაობისას გოგონები ხომ ოცნებობენ დედოფლობაზე და მეფეს რომ გაჰყვნენ ცოლად. მე ასეთ რამეზე არასდროს მიოცნებია. გადაწყვეტილი მქონდა, რომ ვიღაც აუცილებლად თავად გავხდებოდი. ჩემი მშობლები იმდენად მიამიტები არიან, ხვალ რომ მომინდეს, მკვლელი ან ნარკომანი გავხდე, არც მომინდება, მაგრამ არც გავაკეთებ, რადგან ჩემს მშობლებს გავუწევ ანგარიშს - მათი ფაქტორი მაჩერებს. პრეზიდენტის შვილი რომ ვყოფილიყავი, როგორიც მომინდებოდა, ისეთი ვიქნებოდი და ისე მოვიქცეოდი, სულ ვამბობ, რომ მშობლებს არ უნდა მიაწერონ შვილების საქციელი და პირიქით. მერე აუცილებლად ავხსნიდი ჩემს საქციელს, არ არის აუცილებელი, რადგან მამა პრეზიდენტია, შვილიც შესაბამისად იქცეოდეს. მინდა, ცალკეულად განიხილონ ყველა ადამიანი. მე თუ ცუდი ვარ, არ მინდა, ჩემს მშობლებს მიაწერონ. არასდროს მიყვარდა ასეთი მიდგომა, მაგრამ ძირითადად ასე ხდება ხოლმე.

- რა მოიტანა შენს ცხოვრებაში პოპულარობამ დადებითი?

- კარგი ის არის, რომ დღის განმავლობაში ყველანაირი ასაკის, სოციალური ფენის წარმომადგენელთან მაქვს შეხება და დიდ სიყვარულს ვიღებ, განსაკუთრებით, ხანში შესული ადამიანებისგან. ისე მელაპარაკებიან, მგონია, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ალბათ, უარყოფითი ისაა, რომ სადაც უნდა შეხვიდე, აუცილებლად ყველა შენ გიყურებს. ჩემი მეგობრები მეუბნებიან ხოლმე, რა ბედნიერებაა, ახლომხედველი რომ ხარ და ბევრ რამეს ვერ ხედავ, ჩვენ უნდა ვიაროთ ''როჟებით'' და მოვიშოროთ ყველა შენი თაყვანისმცემელი თუ მაყურებელიო. მე კი დავდივარ და ვერაფერს ვამჩნევ.

- სათვალე არ გიკეთია?

- კითხვის დროს მიკეთია. ერთ დღეს გავიკეთე და გავედი გარეთ. ისეთ ხალხს მივესალმე, ცხოვრებაში რომ არ მივსალმებივარ. ამბობდნენ, ცხრა წელია, ამ გოგოს გამარჯობა არ უთქვამს და ახლა რა დაემართაო (იცინის). არადა, შორს ვერ ვხედავ და რა ვქნა? სახლშიც არ სჯეროდათ, რომ მხედველობის პრობლემები მქონდა, ბოლოს ჩემმა დამ წამიყვანა ძალით ექიმთან, უკვე ნათესავებს და მამას რომ არ ვესალმებოდი, მიხვდნენ (იცინის). მაგრამ არც ახლა ვხმარობ ლინზებს და სათვალე გარეთაც არ მიკეთია.

- საკუთარ თავს თუ ინახავ შენი შემოსავლებით?

- საზღვარგარეთ, თუკი ცნობილი სახე ხარ და სადმე რესტორანში ან კლუბში გამოჩნდები, ამისთვის თანხას გიხდიან. აქ, ძირითადად, ყველაფერი ნაცნობობით გვარდება. ბევრი მთხოვს, მისი ნამუშევარი ''ინსტრაგრამზე'' დავდო, რომ ბევრმა ადამიანმა ნახოს. ან, ვთქვათ, გაიხსნა კაფე, მთხოვენ, დავწერო სტატუსად, რომ კარგი გარემო და კერძებია. არ არის პრობლემა, ვწერ, მაგრამ ამაში თანხას არავინ მიხდის. მაქვს ხელფასი ტელევიზიაში. მოდელობით ფულს ვშოულობ-მეთქი, რომ ვთქვა, ალბათ, დამცინებენ. მინიმალურ თანხას გიხდიან ჩვენებაზე, მაგრამ როცა მოდელი ხარ, იმდენად გახარებს პოდიუმზე გასვლა, რომ კარგ დიზაინერთან შესაძლოა, თანხის გარეშეც გამოხვიდე. ჩემი შემოსავალი, ასე თუ ისე, მყოფნის, მაგრამ მშობლებიც მეხმარებიან. ჩემმა მშობლებმა იციან, რომ ზაფხულში მე და ჩემი და მათ ვაბარივართ (იღიმის). აუცილებლად გვეხმარებიან ხოლმე. თავის მოვლის საშუალებებს კი ჩემით ვყიდულობ.

- პოპულარობას აქვს ის კარგი მხარე, რომ ცნობილ სახეებს ხშირად ჩუქნიან სხვადასხვა პროდუქციას, მომსახურებას.

- რა თქმა უნდა. ბევრჯერ უჩუქებიათ ერთწლიანი აბონემენტები სავარჯიშო დარბაზებში, რომ უბრალოდ, იქ მევლო და მევარჯიშა, მაგრამ რატომღაც არასდროს გამომიყენებია. აუზის აბონემენტებსაც მჩუქნიან და მათ ხშირად ვიყენებ. ასე რომ, პოპულარობას აქვს პლუსები, ბევრ საჩუქარს ვიღებ და დიდი მადლობა მათ. თუკი ეს თაყვანისმცემლისგან არ არის, სიამოვნებით ვიღებ.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება