დაჭრილი წვევამდელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

დაჭრილი წვევამდელი საავადმყოფოში გარდაიცვალა

სამხედრო ნაწილში დაჭრილი წვევამდელი იპოვეს, რომელიც თავში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ გიორგი ასანიძე სამხედრო ნაწილის მორიგემ იპოვა. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა მიყენებული, რის შემდეგაც, წვევამდელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია, საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით - თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე. საქმეში სამხედრო დანაშაული არ იკვეთება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა საგამოძიებო სამმართველო მთავარი პროკურატურის უშუალო ზედამხედველობით აწარმოებს.

1994 წელს დაბადებული გიორგი ასანიძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს წვევამდელი გიორგი გიორგის ძე ასანიძის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს. თავდაცვის სამინისტრო სრულად დაფარავს წვევამდელის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე