თეონა კონტრიძე: "ნახევარი საქართველო უბრალოდ ციხეში უნდა იჯდეს, რომ სიმშვიდე იყოს?''

თეონა კონტრიძე: "ნახევარი საქართველო უბრალოდ ციხეში უნდა იჯდეს, რომ სიმშვიდე იყოს?''

მომღერალი თეონა კონტრიძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს რუსეთიდან ეხმაურება.

"დღემდე ვერ გამიგია შეუძლია თუ არა საქართველოს შიშის ფაქტორის გარეშე ცხოვრება?.. თუ როგორც სტალინმა გადაასახლა ჩეჩნები შუა აზიაში, რამეთუ მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა მათთან საუბარს.

ასევე ნახევარი საქართველო უბრალოდ ციხეში უნდა იჯდეს, რომ სიმშვიდე იყოს?..'' - წერს თეონა.

მოგვიანებით ამ თემაზე კიდევ ერთი სტატუსი დაწერა:

"საქართველო და რუსეთი... დედაჩემი და ჩემი დედინაცვალი, ოღონდ საყვარელი დედინაცვალი. რა სამწუხაროა, რომ ორი ჩემი უსაყვარლესი ქვეყანა ლეთარგიული ძილით არის მოცული.

ალკოჰოლიკი ვერასოდეს განიკურნება, თუ თავის თავთან არ აღიარა რომ ავადაა. განკურნება იწყება აღიარებით. ყოველდღე ვტირი, ასეთი საშინელი პერიოდი არასოდეს მქონია.

ყველა ჩემი პრობლემის გადაჭრა ჩემს მონდომებაზე იყო დამოკიდებული. ახლანდელი პრობლემა სამწუხაროდ საერთოდ არ არის ჩემზე დამოკიდებული. ჩემს პრობლემას ჰქვია რუსეთი და საქართველო...''.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება