"მანდარინებს" რაღაც შანსი მაინც აქვს" - "ოსკარზე" წარდგენილი ფილმის რეჟისორის პირველი კომენტარი

"მანდარინებს" რაღაც შანსი მაინც აქვს" - "ოსკარზე" წარდგენილი ფილმის რეჟისორის პირველი კომენტარი

ესტონეთმა "ოსკარის" უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში საქართველოსთან პირველი თანამშრომლობის შედეგი - ზაზა ურუშაძის "მანდარინები" წარადგინა. მოკლედ, "მანდარინები" "ოსკარის" განსახილველ პროექტებში მოხვდა. აღნიშნული ნამუშევარი ძალზე წარმატებული აღმოჩნდა, მას 16 ფესტივალის ჯილდო და პრიზი აქვს აღებული.

"ოსკარი" ქვეყნებიდან ნომინირებულ ფილმებს პირველ ოქტომბრამდე მიიღებს, ნომინანტები 2015 წლის 15 იანვარს დასახელდებიან. ამერიკული კინოაკადემიის ყოველწლიური დაჯილდოება კი 22 თებერვალს ჰოლივუდში, დოლბი თეატრში ჩატარდება.

”ამბები.გე” კინორეჟისორს, "მანდარინების" ავტორს, ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა:

- რამდენად აქვს თქვენს ფილმს გამარჯვების შანსი?

- შანსი მაინც აქვს, რადგანაც საკმაოდ გახმაურებული პროექტია. ''ოსკარი'' კი, ხომ იცით, ფესტივალი არ არის? იქ წლის საუკეთესო ფილმის დაჯილდოება ხდება, ისეთის, რომლიც გახმაურებულია, ეკრანებზეა ნაჩვენები და წარმატებულია, - ეს აუცილებელი პირობაა. ჩვენს ნამუშევარს ეს ყველა წინაპირობა აქვს. მოკლედ, ახლა პროცესი მიდის და ყველაფერი დეკემბრის ბოლოს გაირკვევა. ჯერ მოკლე, 9-ფილმიან სიაში უნდა მოხვდეს და მერე 5-ეულში გავიდეს. ბოლოს კი ვნახოთ...

- როგორია ეს განცდა, ქართველი რეჟისორისთვის, რომელის ნამუშევარი ასეთი სერიოზული კინოაკადემიის პრიზზეა წარდგენილი?

- აქ მთავარი ის არის, რომ ფილმი სხვა ქვეყანამ, კერძოდ, ესტონეთმა წარადგინა, რაც სასიამოვნო და კარგია. უბრალოდ, ესტონეთს ამ პროექტში საქართველოზე ცოტა მეტი თანხა აქვს ჩადებული და ეს არის. მე მათთვის უცხოელი რეჟისორი ვარ, ''ოსკარზე'' ჩემს ფილმს წარადგენენ და ეს იმ დროს, როცა მათაც ჰყავთ თავისი რეჟისორები და მაინც "მანდარინები" გააგზავნეს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მერე რა იქნება, ვნახოთ. რთული პროცესია, ბევრი ფილმი მონაწილეობს, აკადემიის ბევრი წევრი აძლევს ხმას, თუმცა რაღაც შანსი კი გვაქვს. რაც მნიშვნელოვანია.

- საქართველო არ წარადგენს თავის ნამუშევარს "ოსკარზე?"

- კი, საქართველოც წარადაგენს და უკვე კარგი ფაქტია, რომ იქ ორი ქართველი რეჟისორი იქნება წარდგენილი - ერთი საქართველოდან და ერთი - ესტონეთიდან.

- მოკლედ, "მანდარინებს" ყველანაირი წინაპირობა აქვს წარმატებისთვის, რადგანაც საუკეთესო ფილმად თავად ესტონეთში რამდენჯერმე დასახელდა.

- კი, და უკვე ვხვდებოდი კიდეც, რომ ასეც იქნებოდა.

ლალი ფაცია

იხილეთ ასევე: ქართველი კინორეჟისორი, რომელმაც მსოფლიო აატირა

"მანდარინები" - ქართული კინო, რომელმაც ფრანგები, ამერიკელები და კორეელები აატირა

ზაზა ურუშაძემ მოსისხლე მტრები ერთ სახლში დააბინავა

გოგი გვახარიამ ზაზა ურუშაძის "მანდარინები" დაიწუნა

"ძნელია სერიოზულად განიხილო, როგორც კინო" - შოთა იათაშვილის კრიტიკული რეცენზია ”მანდარინების” შესახებ

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება