როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემულია, სტატისტიკით საუბარი არაადეკვატურია - თინა ხიდაშელი

როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემულია, სტატისტიკით საუბარი არაადეკვატურია - თინა ხიდაშელი

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი, თინათინ ხიდაშელი ქვეყანაში ბოლო დროს გახმაურებული კრიმინალური ფაქტების გამო საზოგადოებაში არსებულ აჟიოტაჟს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

ხიდაშელი მიიჩნევს, რომ როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემული და დაზაფრულია სტატისტიკით საუბარი არადეკვატურია.

"როდესაც მთელი ქალაქი თავზარდაცემული და დაზაფრულია სტატისტიკით საუბარი არაადეკვატური მგონია.

- დაუშვათ მჯერა, რომ ის რასაც იზორია ამბობს, სიმრთლეა, რომ 2011 წლის აგვისტოში იმდენივე ან მეტი მკვლელობა მოხდა. ასევე მჯერა რომ ყველა დანაშაული გახსნილია.

ეს რას ცვლის, და დღეს შსს მინისტრის მოადგილის პასუხი იმაზე რაზეც საქართველო ღელავს და დარდობს, სტატისტიკა რომ არის, ეს ნორმალური არ მგონია,

არც ის მგონია ნორმალური, ყველაფრის საზომად ნაცმოძრაობა რომ გამოვიყენოთ;

ადვილია იყო მათზე უკეთესი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ კარგი ხარ.

უფრო მეტიც, მას თუ ედრები მთლად კარგად არც შენ გამოიყურები. საზოგადოება იმას კი არ ელის ჩვენგან, რომ ნაცების დროსაც ხდებოდა თურმე დანაშაული და იხსნება, არამედ იმას,- ამ მკვლელობებთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; მომეტებულ იარაღთან ბრძოლას როგორ ვაპირებთ; ქალების წინაღმდეგ მოძალეებს რას ვუპირისპირებთ; ახალგაზრდის დაცვისათვის რა გეგმა აქვს მთავრობას;

სტატისტიკა და შედარებები შეიძლება ექსპერტებმა აკეთონ, შენგან კი კონკრეტულ ხედვას ელის ყველა", - წერს თინათინ ხიდაშელი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს