პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მეორე შვილს ელოდებიან

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მეორე შვილს ელოდებიან

კემბრიჯის ჰერცოგი პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონი მეორე ბავშვს ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე დაადასტურა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რეზიდენციამ.

ამ ინფორმაციას "ტვიტერზე" დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ ქემერონი გამოეხმაურა.

"ვულოცავ კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას. მოხარული ვარ ბედნიერი ამბით, რომ ისინი მეორე ბავშვს ელოდებიან", - დაწერა დევიდ ქემერონმა.

პრინცი უილიამსა და ქეით მიდლტონს პირველი შვილი ჯორჯ ალექსანდერ ლუი მაუნტბატენ-უინძორი 2013 წლის 22 ივლისს შეეძინათ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა