რას მიიჩნევს ვანო ჯავახიშვილი ნამდვილ დასვენებად

რას მიიჩნევს ვანო ჯავახიშვილი ნამდვილ დასვენებად

სექტემბერი დადგა და უკვე წარსულში დარჩა ზაფხულის ცხელი დღეები, როდესაც ყველა თავისებურად ცდილობდა გაგრილებას. გადავწყვიტეთ გაგვერკვია, ყველასთვის ცნობილმა და პოპულარულმა ადამიანებმა როგორ დააღწიეს თბილისის სიცხეებს თავი.

ვანო ჯავახიშვილი (ტელეწამყვანი):

- ვანო, ცხელ ზაფხულს თავი როგორ დააღწიეთ?

- ასეთ სიცხეში თბილისში ვარ.

- მთელი ზაფხული თბილისში გაატარეთ?

- საირმეში ვიყავი ცოლსა და შვილთან ერთად რამდენიმე დღით. მანამდე ოჯახთან ერთად საფრანგეთში წავედი, მეტი არსად დამისვენია.

- ორივე მშვენიერი ადგილია დასასვენებლად, თქვენ კი ისე საუბრობთ, მგონი, უკმაყოფილო ხართ დასვენებით.

- რეალურად არ დამისვენია, ეს დასვენება არ იყო. ყველაფრის ნახვა გვინდოდა, ბევრს დავდიოდით, რაც ჩემთვის ცოტა ძნელია, მაგრამ, რასაკვირველია, კარგი იყო.

- საფრანგეთში რა მოინახულეთ?

- მხოლოდ პარიზში ვიყავით რვა დღით.

- რადგან ასეთი დასვენება მაინცდამაინც არ გხიბლავთ, როგორ დასვენებაზე ოცნებობთ?

- ვგიჟდები, როცა სახლში ვარ, როცა მინდა, მაშინ რომ ვიძინებ და როცა მინდა, მაშინ რომ ვიღვიძებ, ესაა ჩემი დასვენება.

- თქვენი შოუს ახალი სეზონის დაწყებას როდის გეგმავთ?

- ეთერში 12 სექტემბერს გავდივართ, მაგრამ 1-ელ სექტემბერს უკვე სამსახურში ვართ ხოლმე ყველა.

- საფრანგეთში პირველად იყავით?

- ამ ქვეყანაში ეს ჩვენი პირველი მოგზაურობა იყო.

- რამ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

- ბევრი რამ მომეწონა, ყველაფერი საინტერესო იყო. ბავშვს მოეწონა ''დისნეი ლენდი''. შეიძლება, პარიზში მოგზაურობისას ვინმემ თქვას, რომ ეიფელის კოშკი მოეწონა ყველაზე მეტად, მაგრამ მე ძალიან მომეწონა ვერსალის სასახლე. რომელიც ლუი XVI-ის აშენებულია, არაჩვეულებრივი და ფანტასტიკური შენობაა. ვერაფერზე ვიტყვი, არ მომეწონა-მეთქი. პარიზი არის აბსოლუტურად სხვა სტილის ქალაქი და არც ერთ ქალაქს არ ჰგავს.

- პარიზში ცხოვრების სურვილი ხომ არ გაგჩენიათ?

- როდესაც სადმე დასასვენებლად მივდივარ, სულ ვნატრობ და ერთი სული მაქვს, თბილისში როდის დავბრუნდები. შესაბამისად, არც პარიზში ცხოვრებას ვისურვებდი. ჩემი თბილისი ყველაფერს მირჩევნია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება