გარდაცვალებამდე 6 წუთით ადრე გადაღებული ფოტო: 3 შვილის დედის ტრაგიკული სიკვდილი ბაკურიანში

გარდაცვალებამდე 6 წუთით ადრე გადაღებული ფოტო: 3 შვილის დედის ტრაგიკული სიკვდილი ბაკურიანში

28 აგვისტოს, ბაკურიანში უბედურ შემთხვევას ახალგაზრდა ქალის - ანი ელიაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა სასტუმრო "ვილა პარკის" საცურაო აუზში მოხდა, სადაც ანი შვილთან და ძმისშვილთან ერთად ცურავდა.

35 წლის ანი ელიაშვილი ბაკურიანში სამ შვილთან, ძმასთან და მის ოჯახთან ერთად ისვენებდა. ამბობენ, რომ ანის აუზში ჩასვლისას გულის შეტევა მოუვიდა და სწორედ ამის გამო გარდაიცვალა, თუმცა სულ გარდაცვლილის ძმა დარწმუნებულია, რომ მის დას აუზში დენმა დაარტყა. გარდაცვლილის ძმა, სოციალურ ქსელში გარდაცვალებამდე 6 წუთით ადრე გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ამ თემით დაინტერესებას გარდაცვლილის დედა ფიზიკოსებს და აუზის კონსტრუქტორებს სთხოვს და სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს

"ანი ელიაშვილის გულშემატკივართა არმიაში სავარაუდოდ ფიზიკოსებიც არიან, ელექტრიკოსებიც და საცურაო აუზის კონსტრუქტორებიც. ანის დედა მოგმართავთ თხოვნით, გამარკვიოთ წყალში ელექტრული დენის მოქმედების თავისებურებაში." - წერს ელიაშვილის დედა.

ასევე იხილეთ: ტრაგედია ბაკურიანში: სამი შვილის დედა საცურაო აუზში გარდაიცვალა - ახლობლები დეტალებზე

ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს