გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას ითხოვს

გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენების მიცემას ითხოვს. გიორგი ბარამიძემ ადვოკატ ბექა ბასილაიას მიმართა , რომელიც ჟვანიას საქმეზე კობა ხარშილაძის უფლებებს იცავს, სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენების მიცემის შესაძლებლობა მიეცეს.

"ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე, რომლის თაობაზეც ამდენი ჭორი, ბინძური ინსინუაცია და დაუსაბუთებელი ბრალდება წლებია ისმის, ჩემი არაერთგზის საჯარო მიმართვის მიუხედავად, პროკურატურამ დღემდე არაფერი მკითხა. ამიტომ, მე მივმართე ადვოკატ ბექა ბასილაიას, რათა მომეცეს შესაძლებლობა სასამართლოს წინაშე მოწმის სახით ჩვენება მივცე. იმედი მაქვს, სასამართლოში მოსამართლე და ამ საქმის ნაფიცი მსაჯულების მიერ განხილვის შემთხვევაში ისინიც, მოისმენენ რაც მე ვიცი ამ საქმეზე და დასრულდება, ზურას გარდაცვალების საქმის პოლიტიკური მიზნებით, ზურას მეგობრებისა და ერთგული თანამებრძოლების წინააღმდეგ უსირცხვილოთა და ცილისმწამებლურად გამოყენება", - აცხადებს გიორგი ბარამიძე.

მთავარი პროკურატურა ყოფილი პრემირ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებს იძიებს. ამ დროისთვის ზურაბ ჟვანიას საქმეზე ექსპერტი ლევან ჩაჩუა არის დაკავებული.

ზურაბ ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს გარდაიცვალა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა