არსებობს თუ არა დამთხვევები ცხოვრებაში?

არსებობს თუ არა დამთხვევები ცხოვრებაში?

რა თქმა უნდა, შეგიძლიათ უარყოთ დამთხვევების არსებობა ცხოვრებაში. ასეთ შემთხვევაში, წარმოგიდგენთ ფაქტებს, რომელიც ცოტა ხნით მაინც დაგაფიქრებთ ამ საკითხზე.

იცით, რა იყო პირველი სიტყვები, რომელიც ნილ არმსტრონგმა მთვარეზე დაფრენისას განაცხადა 1969 წელს? არა, მას არ უთქვამს ”მოგესალმებით მთვარიდან, დედამიწელებო!” როდესაც სხვა პლანეტაზე პირველად დადგა ფეხი, არმსტრონგმა შემდეგი სიტყვები წარმოთქვა: ”წარმატებას გისურვებთ, მისტერ გორსკი”. როგორც გაირკვა, ჯერ კიდევ ბავშვობაში მომავალი ასტრონავტი შეესწრო მეზობელი ცოლ-ქმრის კამათს, რა დროსაც ქალბატონი გორსკი საკუთარ ქმარს ეუბნებოდა: ”მაშინ ეღირსები ჩემგან ორალურ სექსს, როდესაც ჩვენი მეზობლის ბიჭი მთვარეზე გაივლის!”.

წარმოუდგენელი დამთხვევები ფიქსირდება ფილმების ყურების პროცესშიც. როდესაც ინგლისელების ოჯახი სახლში მშვიდად ”ტიტანიკს” უყურებდა, ზუსტად იმ ეპიზოდზე, როდესაც გემი აისბერგს ეჯახება, სახლის სახურავი გიგანტურმა ყინულის მეტეორმა ჩაანგრია. ყინულოვანი მეტეორი ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი რამაა, რაც დედამიწის ატმესფეროში შემოსულა. მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა შოტლანდიაშიც, როდესაც კინოთეატრის სახურავს საჰაერო ბუშტი დაეცა თავისი მგზავრებით. თუ გამოიცნობთ, რა ფილმი გადიოდა კინოთეატრში? - ”მოგზაურობა დედამიწის გარშემო 80 დღეში”.

ალბათ, ყველაზე უჩვეულო დამთხვევა, თან დამთხვევა არა ერთხელ, არამედ სამჯერ, უელსის ნაპირებზე დაფიქსირდა. იქ ზედიზედ სამჯერ ჩაიძირა გემი, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ კატასტროფებს შორის 100-100 წელი იყო სხვაობა. ყოველ ჯერზე ცოცხალი მხოლოდ ერთი ადამიანი რჩებოდა და სამჯერვე გადარჩენილს ერთი სახელი ერქვა - ჰიუ უილიამსი.

კიდევ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი უბრალო შემთხვევითობაა?

მომზადებულია otvetin.ru-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს