შსს-ს მონაცემებით, 2014 წელს გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა იკლო

შსს-ს მონაცემებით, 2014 წელს გასულ წელთან შედარებით დანაშაულმა იკლო

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2014 წლის 8 თვის და აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, დანაშაულმა იკლო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 2014 წლის აგვისტოში შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 2405 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1277 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 53,1%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -19,27 %.

სტატისტიკის მიხედვით, აგვისტოში დაფიქსირდა განზრახ მკვლელობის 11 შემთხვევა, მათგან ერთი - დამამძიმებელ გარემოებაში. გახსნილია 9 დანაშაული. ამავე პერიოდში მკვლელობის 9 მცდელობა და თვითმკველელობამდე მიყვანის 88 შემთხვევა დაფიქსირდა.

2014 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში კი, შსს-ს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულია 17458 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 10583 დანაშაული. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 60,62%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -17,05 %.

შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-აგვისტოში განზრახ მკვლელობის 69 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 14 დამამძიმებელ გარემოებაში. გახსნილია 61 დანაშაულის ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში დაფიქსირდა მკვლელობის მცდელობის 73, თვითმკვლელობამდე მიყვანის კი 284 შემთხვევა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ