შსს-ს და პროკურატურას დასაპატიმრებელ პირთა 72 კაციანი შავი სია აქვს?

შსს-ს და პროკურატურას დასაპატიმრებელ პირთა 72 კაციანი შავი სია აქვს?

უფლებადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, შსს-ს და პროკურატურას დასაპატიმრებელ პირთა 72 კაციანი სია აქვს. ამის შესახებ ნანა კაკაბაძემ დღეს "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.

კაკაბაძის თქმით, მას სანდო წყაროსგან აქვს ინფორმაცია, რომ უბნების მიხედვით არსებობს 72 კაციანი ე.წ. შავი სია და ამ სიაში მყოფების დაპატიმრებას ნარკოტიკების ჩადებით აპირებენ.

"ეს სია იცის პროკურატურამაც, შსს-მაც და მე მგონი ის ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეს ინფორმაცია, აპირებენ პრესკონფერენციის ჩატარებას და ამის გაცხადებას. თენგო ერისთავიც ამ ოპერაციის ერთ-ერთი მსხვერპლია. საზოგადოების მხრიდან აღნიშნულზე სერიოზული მონიტორინგი და ყურადღებაა საჭირო", - განაცხადა კაკაბაძემ.

მისი თქმით, უწყებებში მიჩნევენ, რომ მსუბუქმა რეჟიმმა საზოგადოება გაათამამა.

"ეს არის მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მოხდეს საზოგადოების დაშინება, როგორც თვითონ ამბობენ, ამ მსუბუქმა რეჟიმმა გაათამამა საზოგადოება", - განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ