"ბიჭს ელოდებიან პრეზიდენტი და პირველი ლედი"

"ბიჭს ელოდებიან პრეზიდენტი და პირველი ლედი"

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი ფეისბუქის პირად გვერდზე პრეზიდენტის და პირველი ლედის ფოტოს აქვეყნებს. ფოტო პრეზიდენტის სასახლეშია გადაღებული, როცა ქვეყნის პირველმა პირმა სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს უმასპინძლა.

"მომწონს ეს ფოტო. ბევრ რამეს ამბობს" - ასათაურებს ფოტოს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკას გამოქვეყნებულ ფოტოს ბევრმა მოიწონება და კომენტარები მოჰყვა.

"მეც მომწონს და ასევე მომწონს პრეზიდენტი! ზოგადად კარგი ადამიანია" ; "იყავი დიდთან დიდი პატარასთან პატარა, ნუ იქნები გულივერი" ; "კარგი ადამიანი გახდა მარგველა რაც საკუთარმა გუნდმა გარიყა".  ერთ-ერთი მომხმარებელი ფოტოზე, პირველი ლედის შეცვლილმა გარეგნობამ დააინტერესა.

"უკაცრავად რა მოსატანია, მაგრამ ჩვენი ლედი ორსულად არის თუ მეჩვენებაა?"

"არის, არის. ბიჭს ელოდებიან პრეზიდენტი და პირველი ლედი" - კომენტარებში წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს