აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ებოლას ვირუსით წლის ბოლომდე მილიონ 400 ათასი ადამიანი დაავადდება

აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ებოლას ვირუსით წლის ბოლომდე მილიონ 400 ათასი ადამიანი დაავადდება

აფრიკული ცხელების "ებოლას" ვირუსით, წლის ბოლომდე, ყველაზე საშიში სცენარის შემთხვევაში, შესაძლოა, მილიონ 400 ათასი ადამიანი დაინფიცირდეს. ამის შესახებ საუბარია აშშ-ს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მოხსენებაში.

მასში აღნიშნულია, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ორნახევარჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს სინამდვილეშია.

ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 2800 ადამიანი შეადგინა, 5800 დაინფიცირებულია. ამერიკის ჯანდაცვის სამინისტროთან არსებული დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით კი, დაინფიცირებულთა რაოდენობა 20 ათასამდეა. ყველა შემთხვევა სამ ქვეყანაში - ლიბერიაში, სიერა-ლიონესა და გვინეაში ფიქსირდება.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა