ევროსაბჭომ თავზე დააფურთხა ქართველ ხალხს - დემურ გიორხელიძე

ევროსაბჭომ თავზე დააფურთხა ქართველ ხალხს - დემურ გიორხელიძე

ევროსაბჭომ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუცია დაამტკიცა. დოკუმენტში რჩება ჩანაწერი, რომელიც ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ბაჩო ახალიას პატიმრობის ვადას და მისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას, ასევე მიხეილ სააკაშვილისა და მისი ოჯახის წევრების ქონების დაყადაღებას ეხება.

ამასთან, რეზოლუციის საბოლოო ვარიანტში არ ჩაიწერა პუნქტი, რომელიც გადამდგარი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობას ეხება. ცვლილების ეს ნაწილი ხმათა უმრავლესობით ჩავარდა.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ექსპერტი, დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა:

"ევროსაბჭოს რეზოლუცია სამარცხვინოა ევროსაბჭოსათვის! ევროსაბჭოს რეზოლუცია სამარცხვინოა საქართველოს ხელისუფლებისათვის!

ევროსაბჭოს რეზოლუცია სამარცხვინოა იმ სამარცხვინო საპარლამენტო ოპოზიციისთვის, თავს რომ იკლავს ქვეყანას სახელი გაუტეხოს და ყველაფერზე მიდის, თავისი გაიტანოს - ამ ხელისუფლების ხელშეწყობით, ამ ხელისუფლების ნებაყოფლობითი თვითშეწირვის გზით მობრუნდეს უკან ხელისუფლებაში!

ევროსაბჭოს რეზოლუცია სამარცხვინო და შეურაცხმყოფელია ქართველი ხალხისათვის, რადგან ევროსაბჭომ თავზე დააფურთხა ქართველ ხალხს და მიანიშნა - სულ ფეხებზე მკიდია შენი (ქართველი ხალხის!) აზრიო!

სამწუხარო ფაქტის წინაშე ვართ!", - წერს დემურ გიორხელიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს