თეონა კონტრიძემ ათიანში მოარტყა: ''ნუ დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან"

თეონა კონტრიძემ ათიანში მოარტყა: ''ნუ დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან"

მომღერალი თეონა კონტრიძე ყოველთვის გულახდილად საუბრობს სხვადასხვა თემებზე. მის ნათქვამს ხშირ შემთხვევაში კრიტიკა და განსჯა მოჰყვება ხოლმე. ამჯერად თეონა სოციალური ქსელით გოგონებს მიმართავს, რომ ცოლიან კაცებთან საქმე არ დაიჭირონ.

''ფეისბუქზე'' მის სტატუსს ბევრი მოწონება აქვს. მეგობრები წერენ, რომ როგორც ყოველთვის ამჯერადაც თეონამ ათიანში მოარტყა. ზოგიერთი მათგანი კი კითხვას სვამდა, თუ რატომ დაინტერესდა ამ თემით.

ეს კითხვა მომღერალს ჯერჯერობით პასუხის გარეშე აქვს დატოვებული. მომღერლის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ.

''ძვირფასო მეგობრებო და უბრალოდ გოგონებო. ნუ დაიჭერთ საქმეს ცოლიან კაცებთან. მაგრამ თუ ასეთი რამ მოხდება, და რატომღაც ის არ მიატოვებს თქვენს გამო თავის საშინელ, ბებერ, მსუქან დედაკაცს, რომელზეც დაქორწინდა ღრმა ახალგაზრდობაში… არ ღირს განაწყენება. თქვენ ხომ ასეთი ახალგაზრდები, ლამაზები და გამხდრები ხართ. ყველაფერი წინ გაქვთ. ნუ იქნებით ტერორისტები''.

სალომე დადიანი

reitingi.ge

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს