უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს

უდანაშაულო ადამიანები, რომლებმაც ციხეში თითქმის მთელი ცხოვრება გაატარეს

უდანაშაულო მამაკაცმა ციხეში 35 წელი გაატარა

1974 წელს ჯეიმს ბეინს, ბავშვის მოტაცებისა და გაუპატიურებისთვის სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლომ განაჩენი 9 წლის ბავშვის ჩვენებებზე დაყრდნობით გამოიტანა. თვითონ ბეინი იმ დროს 18 წლის იყო. 2009 წელს ამერიკის სასამართლომ საქმეს ხელახლა გადახედა, რომლის შედეგადაც, დნმ-ის ანალიზზე დაყრდნობით აღმოჩნდა, რომ ჯეიმს არავითარი დანაშაული არ ჩაუდენია.

ციხეში უდანაშაულოდ გატარებული 35 წლის გამო, სახელმწიფომ მას 1,7 მილიონი დოლარის კომპენსაცია გადაუხადა. ციხიდან გამოსვლიდან ორი წლის შემდეგ, 56 წლის ასაკში, ბეინმა ცოლი მოიყვანა.

ანდრე დევისმა 32 წელი გაატარა ციხეში დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია

1980 წელს სასამართლომ მას 3 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის და მკვლელობისთვის გამოუტანა განაჩენი. ბავშვის მკვლელობის დროს, დევისი ძმებთან ერთად იმ სახლში სვამდა, სადაც მოგვიანებით სამართალდამცავებმა მკვდარი ბავშვის სხეული აღმოაჩინეს. დნმ-ის ანალიზი იმ დროს ჯერ კიდევ არ არსებობდა, დანაშაულის ადგილის გამოკვლევისთვის სისხლის და სპერმის ანალიზები აიღეს.

2004 წელს, დევისმა საქმის ხელახალი განხილვა და დანაშაულის ადგილზე არსებული სპერმის შემოწმება მოითხოვა. პირველი უარყოფითი შედეგის შემდეგ, სასამართლომ ხელახალი ანალიზი ჩაატარა. დევისის უდანაშაულობაში დარწმუნებულმა სასამართლომ იგი 2012 წელს გამოუშვა ციხიდან. ბეინი ციხეში 19 წლის ასაკში მოხვდა და საკუთარი ცხოვრების უდიდესი ნაწილი იქ გაატარა. თავისუფლებაზე გამოსვლის შემდეგ, როგორც ჩანს, მან ვერ შეძლო საზოგადოებაში ადაპტაცია, 2014 წელს ბეინი ჩიკაგოში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს.

სასამართლომ გაამართლა მამაკაცი, რომელმაც გისოსებს მიღმა 30 წელი გაატარა

1979 წელს კორნელიუს დიუპეს 75 წელი მიუსაჯეს. გამოძიებამ მაშინ დაადინა, რომ დიუპემ გააუპატიურა და გაძარცვა 26 წლის ქალი. თვითონ მსვერპლმაც ამოიცნო კორნელიუსი.

მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებული წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა, მაინც ციხეში მოხვდა. საქმის ხელახალი გადასინჯვა 2011 წლის ზაფხულში მოხდა, რომლის დროსაც, დნმ-ის ანალიზმა ცხადყო, რომ დიუპრე სრულიად უდანაშაულო იყო. მამაკაცმა ციხეში 30 წელი გაატარა და გარეთ 51 წლის ასაკში გამოვიდა. პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ დიუპრეს პირადად მოუხადა ბოდიში ციხეში გატარებული წლებისთვის. თვითონ მამაკაცმა აღნიშნა, რომ არავითარი ბოდიში არ დაუბრუნებს მას უკან დაკარგულ 30 წელს. დიუპრემ კომპენსაციის სახით, 2,5 მილიონი დოლარი მიიღო.

27 წელი იმისთვის, რომ გაგამართლონ

ყველაფერი შორეულ 1979 წელს, საუთჰემპტონში მოხდა, როდესაც ახალგაზრდა გოგონა მანქანის უკანა სავარძელზე გაუპატიურებული და საკუთარი ჯვრის ყელსაბამით დამხრჩვალი იპოვეს. გახმაურებულ საქმეზე მომუშავე ექსპერტებმა მხოლოდ იმის დადგენა შეძლეს, რომ დამნაშავეს პირველი ან მეორე ჯგუფის სისხლი ჰქონდა, ისევე როგორც დედამიწის მოსახლეობის ერთ მესამედს. თუმცა, ყველა ეჭვმიტანილიდან, ბრალი რატომღაც უსახლკარო შონ ჰოჯსონზე მიიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ შონი ყველაფერს უარყოფდა, ფსიქიატრმა განაცხადა, რომ ის უბრალოდ კარგად იტყუებოდა. ამის შემდე, მას მართლაც დაეწყება ფსიქიკური აშლილობა. "ჩადენილი დანაშაულის" გამო შონს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. ყველაფერი სხვაგვარად დასრულდებოდა, რომ არა ადვოკატები და ტექნიკური პროგრესი. დნმ-ის ანალიზმა დაამტკიცა, რომ მას არავითარი ბრალი არ მიუძღოდა აღნიშნულ დანაშაულში. 27 წლის შემდეგ, როდესაც იგი, როგორც იქნა გაამართლეს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ, შონი მანქანამ გაიტანა. იგი რეაბილიტაციის მიზნით ფსიქიატრიულ კლინიკაში დააწვინეს.

27 წელი ყვითელი მაისურის გამო

1981 წლის 17 აგვისტოს დილით, პოლიციამ სიკვდილამდე ნაცემი ჯეიმს დვორაკის სხეული აღმოაჩინა. ცხადია, საქმეზე გამოძიება იმავე დღეს დაიწყო. ერთადერთი ხელმოსაჭიდი, რომელიც გამომძიებლებს გააჩნდათ, ყვითელი მაისური იყო, რომელიც დანაშაულის ადგილზე იპოვეს. 1981 წლის 26 აგვისტოს, საქმეში ბრალდებულად უილიამ დილონი ცნეს.

ტაქსისტის თქმით, სწორედ მან მიიყვანა ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულის ადგილის მახლობლად, რომელსაც ყვითელი მაისური ეცვა. უილიამს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 2008 წლის 18 ნოემბერს, ციხეში გატარებული 27,5 წლის შემდეგ, საქმის ხელახალი დანიშვნა გამოცხადდა. დნმ-ის ანალიზმა უჩვენა, რომ დანაშაულის ადგილზე ნაპოვნ მაისურზე არსებული სისხლის წვეთები და უილიამსის სისხლის ჯგუფი არ იყო იდენტური. აშშ-ს მთავრობამ დილონს მილიონ 350 ათასი დოლარი გამოუყო კომპენსაციის სახით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს