საპროტესტო აქციები თურქეთის 20 პროვინციაში, არის მსხვერპლი

საპროტესტო აქციები თურქეთის 20 პროვინციაში, არის მსხვერპლი

თურქეთში მიმდინარე შეტაკებებს, რომელიც თურქეთში მცხოვრებ ქურთებსა და სამართალდამცავებს შორის მოხდა, 15 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო აქციებმა ამ დროისთვის თურქეთის 20 პროვინციის ქალაქები მოიცვა. აქედან ექვს ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

ბოლო ინფორმაციით, ახალგაზრდები მაღაზიებს, შენობებსა და ავტომანქანებს ძარცვავენ და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ანკარას უმოქმედობას აპროტესტებენ, რომელმაც სირიასთან საზღვარი გაამაგრა და არ ერევა სირიის ქალაქ კობანის კონფლიქტში, რომლის ნაწილიც "ისლამური სახელმწიფოს" აქვს დაკავებული. ქურთები შიშობენ, რომ ისლამისტებმა შესაძლოა, მთლიანად დაიკავონ ეს ქალაქი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა