"ნახევარი საქართველო უბრალოდ არწყევს ჩემზე..." - კონტრიძის სკანდალური სვეტიცხოვლობა

"ნახევარი საქართველო უბრალოდ არწყევს ჩემზე..." - კონტრიძის სკანდალური სვეტიცხოვლობა

"სვეტიცხოვლობა ამიხსნას ვინმემ რა არის, თორემ ვიღებ მოლოცვებს და არ ვიცი, რას ვზეიმობთ!", - ეს სტატუსი მომღერალმა თეონა კონტრიძემ Facebook-ზე გუშინ, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის მილოცვების საპასუხოდ გამოაქვეყნა, რასაც ინტერნეტაუდიტორიის ნაწილის მხრიდან მძაფრი შეფასებები მოჰყვა. აღნიშნული სტატუსი ზოგიერთ პორტალზეც მოხვდა, სადაც მკითხველის მხრიდან ასევე ცუდი შეფასებების დაფიქსირების შემდეგ მომღერალმა მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა, რომელშიც იუწყება, რომ ამიერიდან ის ქართულ ტელევიზიებსა და გამოცემებს ინტერვიუს აღარ მისცემს.

"ძვირფასო ჟურნალისტებო! თქვენ მიაღწიეთ იმას, რაც ძალიან გულით გინდოდათ... ნახევარი საქართველო უბრალოდ არწყევს ჩემზე... უდიდესი მადლობა ამისთვის... ჩემი ქართული პოსტების წერა დამთავრდა... ტყუილად არ გაისარჯოთ და აღარ შემოხვიდეთ ჩემს გვერდზე, არანაირი კითხვა ჩემი მხრიდან დასმული აღარ იქნება. ინტერვიუ არ მიეცემა არავის არასოდეს. საქართველოს ტელესივრცე დახულია ნანუკა ჟორჟოლიანის გარდა ყოველთვის. ჩემს ინტერესებში არც არასოდეს ყოფილა და არც იქნება საქართველოში პიარი, რამეთუ პიარს აქვს აზრი იმ დროს, როდესაც ლარი მაინც მოაქვს ამ ყველაფერს... კარგად მეყოლეთ ყველა... თქვენი უვიცი, უწიტნული, ეპატაჟისტკა, უნიჭო, უგემოვნო და ძროხა თეონა კონტრიძე!!!", - წერს ჟურნალისტი.

უკვე წლებია, რაც მსოფლიო მედიაში აპრობირებულია სხვადასხვა პოპულარული ადამიანის მიერ სოციალურ ქსელებში გაკეთებული განცხადებების დაბეჭდვა, რომელიც საჯაროდ არის გამოქვეყნებული.

Ambebi.ge იმედოვნებს, რომ წარმატებული მომღერალი სამომავლოდაც ითანამშრომლებს ქართულ მედიასთან, მანამდე კი გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც კონტრიძემ Ambebi.ge-ს რამდენიმე თვის წინ მისცა.  იხილეთ სტატია | თეონა კონტრიძე: "რუსი მამაკაცი ქართველზე უკეთესია ჩემთვის"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება