აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მონაწილეობის სურვილს ყაზახეთი და ავღანეთი გამოთქვამენ

აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი - ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტში მონაწილეობის სურვილს ყაზახეთი და ავღანეთი გამოთქვამენ

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის პროექტში მონაწილეობის სურვილს ყაზახეთი და ავღანეთი გამოთქვამენ. ამის შესახებ აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა ზია მამედოვმა განაცხადა. მისივე თქმით, პროექტში მონაწილეობა სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ. "მიუხედავად იმისა, რომ "ბაქო-თბილისი-ყარსის" მშენებლობის ხელშეკრულების მონაწილეები საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი არიან, სხვა ქვეყნებსაც შეუძლიათ შეუერთდნენ პროექტს", - განაცხადა აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრმა.

ზია მამედოვის თქმით, წლის ბოლომდე ბაქო-თბილისი-ყარსის მაგისტრალზე სასტარტო მატარებლები გავა, პროექტი კი 2015 წელს სრულად დასრულდება. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს. პროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი, 98 კმ-იანი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთზე. გზის 68 კმ. თურქეთის ტერიტორიაზე გაივლის, 30 კმ. კი საქართველოს ტერიტორიაზე.

საქართველოს მონაკვეთის მშენებლობა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო ფონდის მიერ გამოყოფილი კრედიტის მეშვეობით ხორციელდება, რომლის საერთო თანხა 775 მილიონ დოლარს შეადგენს.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა