ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა

ეკა ჩხეიძეს მეუღლემ ხუთი მანქანა უყიდა

''როგორც მობილურის გარეშე არ შეუძლიათ ადამიანებს, ისე არ შემიძლია მე მანქანის გარეშე. რა ვქნა, მანიაკი ვარ, 25 წელია საჭეს ვუზივარ'', - გვითხრა ეკა ჩხეიძემ. მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს პირველი მანქანა ბაბუამ უყიდა. მას მერე მაღაზიაშიც კი მანქანით დადის და გასტროლების დროს ყველაზე მეტად სამშობლოში მანქანა ენატრება.

- მანქანის მართვა რომ ვისწავლე, მესამე კურსზე ვიყავი. ავტოსკოლაში ვიარე. ბაბუამ მაჩუქა შინდისფერი ''0-11'', შენ კარგი მძღოლი იქნებიო, მითხრა. მართვა მანქანის ხათრით ვისწავლე. მასწავლებელი მეუბნებოდა, ხულიგანი მძღოლი იქნებიო. მალევე ავიღე მართვის მოწმობა, დავჯექი საჭესთან და მას მერე მთელი ჩემი ჯგუფი ჩემს მანქანაში იჯდა. ბაბუას ნაჩუქარი მანქანა რომ მოძველდა, ჩემმა მეუღლემ აჩუქა თავის ახლობელს. სამაგიეროდ ''0-9'' მიყიდა. ეს მანქანა დავამტვრიეთ. ოღონდ ჩვენი ბრალი არ იყო. გაჩერებული ვიყავით, უკნიდან დაგვარტყა ვიღაცამ. გაკეთებული მანქანა რად გინდაო, მითხრა ლევანმა და ჩემთვის ''აუდი'' ჩამოაყვანინა.

შემდეგი მანქანა დაბადების დღეზე მაჩუქა. ეს სიურპრიზი იყო. სადღაც უნდა წავსულიყავით, ჩამოვედით სადარბაზოსთან და ვხედავ, ეზოში დგას ვერცხლისფერი, სულ ახალი ''პეჟო'', ჯერ კიდევ ცელოფნიანი სალონით. გავგიჟდი, დავიწყე გინება, ვისია, მაინცდამაინც აქ რომ გაუჩერებიათ, გული უნდა გამიხეთქონ-მეთქი. მიყვარს ეს პატარა ბუთქუნა მანქანები. უფ, დავჯდებოდი ახლა და მთელ თბილისს შემოვივლიდი-მეთქი, არ ვჩერდები. დაჯექი მერეო, მითხრა და მანქანა დისტანციური მართვის პულტით გამიღო. კინაღამ გული გამიჩერდა, ოღონდ მართლა.

''პეჟოს'' მერე მიყიდა ფრანგული ''სიტროენ პლურიელი''. საფრანგეთიდან ჩამოაყვანინა, ინტერნეტით მოძებნა. ულამაზესი სტაფილოსფერი კაბრიოლეტი იყო, მთელ საქართველოში მარტო მე მყავდა. დავდიოდი ნაძვის ხესავით. შავი ტენტი ჰქონდა, მთლიანად იხსნებოდა. დატანჯული ვიყავი, ყველა მირეკავდა, იქ რა გინდოდა, აქ რა გინდოდაო. ყველამ იცოდა, ვინ მოძრაობდა ამ მანქანით. ოთხი წელი მყავდა ის კაბრიოლეტი, ამ ზაფხულს გავყიდე.

- რატომ?

- სიმართლე გითხრა, მიყვარს მანქანების ცვლა. ახლა ''სუზუკის ჯიპი'' მყავს.

- ესეც მეუღლემ გიყიდა?

- მიყიდა, რაა…

- გაჩუქა.

- ჰო, ყველა მანქანა მეუღლემ მაჩუქა, ბაბუის ნაჩუქარს თუ არ ჩავთვლით.

- ხულიგანი მძღოლი იქნებიო, მასწავლებელს უთქვამს, გამართლდა მისი ვარაუდი?

- მგონი, ხასიათი მაქვს ხულიგნური, ახლა ცოტა კი დავდინჯდი, მაგრამ მაინც უფრო კაცივით ვმართავ მანქანას, ვიდრე ქალივით. სისწრაფე მიყვარს, მოძრაობის წესებს ვარღვევ. უამრავი ჯარიმა მაქვს გადახდილი. არ მიყვარს ღვედის გაკეთება. ვიცი, რომ საკუთარ თავს ვუქმნი საფრთხეს, მაგრამ ვიხრჩობი, რა ვქნა, ვერ მივეჩვიე. ორჯერ ჩამომართვეს მართვის უფლება.

- რა დააშავე ასეთი, საჭესთან მთვრალი გამოგიჭირეს?

- არა, ჯარიმის გადახდა დამავიწყდა და გარდა იმისა, რომ თანხა გაიზარდა, მართვის უფლება ჩამომართვეს. ეს საიდან უნდა მცოდნოდა-მეთქი, ვკითხე პატრულს, თურმე ჯარიმის ქვითარს უკანა მხარეზე ეწერა. ექვსთვიანი ''ლიშენია'' მქონია და არ ვიცოდი. ოთხი თვის მერე გამაჩერეს და მამცნეს ეს ამბავი. დავურეკე ქმარს და იმან წამიყვანა.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება