ამნისტირებულები, რომლებმაც გათავისუფლების შემდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს

ამნისტირებულები, რომლებმაც გათავისუფლების შემდეგ სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს

"ყოველდღე დანის ტრიალში ჰყავდა", – განაცხადა ილიას უნივერსიტეტის ლექტორის, მაკა წივწივაძის დედამ, რომლის შვილიც "ილიაუნის" დერეფანში მისმა ყოფილმა ქმარმა მოკლა. როდესაც ადამიანს უნივერსიტეტის შენობაში კლავენ, ეს თემა დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს მოსახლეობაში. მაკა წივწივაძე 2012 წელს ამინისტირებული პატიმრის მსხვერპლი გახდა, რომელიც ამინისტიამდე კიდევ ერთხელ იყო ნასამართლევი.

გვახსენდება სიღნაღის რაიონში, სოფელ საქობოში 29 წლის გიორგი ლეკიშვილის მკვლელობაც, სადაც ბრალდებული ასევე ამინისტირებული პატიმარი იყო. მკვლელობა მაშინ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. 2013 წელს ამინისტირებულმა პატიმარმა გიორგი ლეკიშვილი ჯერ გაგუდა, შემდეგ კი მდინარე ალაზანში გადააგდო დანაშაულის დაფარვის მიზნით.

ამინისტირებული პატიმრის მიერ ჩადენილ დანაშაულთა ნუსხაში შემდეგი ზუგდიდში მომხდარი შემთხვევა იყო, როცა ასევე ამინისტირებულმა პატიმარმა ტაქსის მძღოლი, გოდერძი შამუგია მოკლა. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის მიზეზი მძღოლისთვის თანხის გადაუხდელობა გახდა.

ასეთი 162 შემთხვევა მოხდა, ყველა შემთხვევის ცალ-ცალკე აღნიშვნას ერთი სტატია ვერ დაიტევს. საპარლამენტო ოპოზიცია კრიმინალის ზრდაზე საუბრობს, რასაც ძირითადად ამინისტირებულ პატიმრებს უკავშირებს. სისხლის სამართლის სტატისტიკის 2013 წლის ერთიან ანგარიშში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმოადგინა, ასახულია  2012-13 წლის იანვარ-მარტის რეგისტრირებული დანაშაული. 2012 წელს, იანვარ-მარტში, დაფიქსირდა 10033 რეგისტრირებული დანაშაული, ხოლო 2013 წელს, იმავე პერიოდში დაფიქსირდა 11708 დანაშაული. შეინიშნება დანაშაულის ზრდა, თუმცა გახსნილ დანაშაულთა რიცხვი 2012 წლის მონაცემებთან შედარებით უფრო მაღალია.

Ambebi.ge დაინტერესდა სტატისტიკით, დანაშაულის რა წილი მოდის ამნისტირებულ პატიმრებზე, რომლებიც 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გათავისუფლდნენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეწყალებით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან დღემდე გათავისუფლდა 2675 პატიმარი და მათგან 162-მა განმეორებით ჩაიდინა დანაშაული. 162 პატიმარი შეწყალებულების 0.8%-ს შეადგენს. ეს მონაცემები ასახავს 2014 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მომხდარ რეგისტრირებულ დანაშაულებებს.

უწყების ინფომაციით, შეწყალების შემდეგ ციხეში შებრუნებულების უმრავლესობა მიხეილ სააკაშვილის მიერ შეწყალებულია.

გიორგი ხარშილაძე

Ambebi.ge

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია