ვანო ჯავახიშვილი ძმას სამსახურში არ ელაპარაკება

ვანო ჯავახიშვილი ძმას სამსახურში არ ელაპარაკება

ვანო ჯავახიშვილს ერთი ძმა ჰყავს, კახა ჯავახიშვილი. რომელიც ასევე ''რუსთავი 2''- ში მუშაობს. კახა დეკორატორია, რამდენჯერმე ძალიან სთხოვეს და მონაწილეობა მიიღო სკეტჩებში, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ეს მისი საქმე არაა და დიდი მონდომებით აკეთებს იმას, რაც ძალიან უყვარს.

- ვანოზე ხუთი წლით უფროსი ვარ. მისი აკვანი დამირწევია და შემიძლია, ვთქვა, რომ ვანოს გაზრდაში პატარა წვლილი მიმიძღვის.

- დაზე ოცნებობდით?

- მინდოდა, ვანოს მაგივრად და დაბადებულიყო, მაგრამ ბიჭი დაიბადა. ბიჭიანობის ჯიში გვაქვს. ბებიაჩემის შვილიშვილებში მხოლოდ ორია გოგო, დანარჩენი ბიჭები ვართ.

- ვანო დამჯერი ბავშვი იყო?

- არა, საშინლად ცელქი. თავიდანვე პირველობა უყვარდა. ხუთი წელი დიდი სხვაობა არაა. ყოველთვის, როდესაც ერთად ვთამაშობდით და აგებდა, ჩხუბს იწყებდა. ეგონა, ვატყუებდი. არადა, ალალად ვეთამაშებოდი. რაში მჭირდებოდა მოტყუება. მერე მშობლები მე მსაყვედურობდნენ და გამარჯვებული საბოლოოდ მაინც ვანო რჩებოდა.

- სახელები როგორ შეგირჩიეს?

- ჩვენ წარმოშობით მცხეთიდან ვართ, მაგრამ კახეთში დავიბადე. დედა თავის ოჯახში იყო ჩასული თელავში და რადგან კახეთში დავიბადე, კახა დამარქვეს. ჩემს ძმას პაპის სახელი ჰქვია.

- ვანო ჯავახიშვილმა რამდენჯერმე იხუმრა, რომ უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის ივანე ჯავახიშვილის ნათესავები ხართ. მართლა არის თქვენ შორის ნათესაური კავშირი?

- ყველა ქართლელი ჯავახიშვილი წარმოშობით კასპის რაიონის თეძმის ხეობიდან ვართ და სავარაუდოდ, ძირი ერთი გვაქვს. ძალიან შორეული ნათესავები აუცილებლად ვიქნებით.

- სკოლაში რომელი უფრო კარგად სწავლობდით?

- ვანო კარგად სწავლობდა. მე ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი. ვანო დაფაზეც კი იყო გამოკრული, მეექვსე კლასამდე ფრიადოსანი გახლდათ. მათემატიკურ საგნებში ძლიერი იყო. მე უფრო ჰუმანიტარულ საგნებს ვსწავლობდი კარგად. ფრიადოსანი არ ვყოფილვარ, ტექნიკური საგნები არ მიყვარდა, ყველას გასაკვირად, პროფესიად ავტოინჟინრობა ავირჩიე, მაგრამ ჩემი პროფესიით არ მიმუშავია. ''რუსთავი 2''-ში დეკორატორი ვარ.

- რომელი უფრო ადრე გახდით ''რუსთავი 2''-ის თანამშრომელი?

- ჯერ ჩემი ძმა მივიდა ''კომედი შოუში'' და რამდენიმე წლის მერე მე დავიწყე მუშაობა. დაახლოებით ექვსი-შვიდი წელია, არხის თანამშრომელი ვარ.

- ძმის მსგავსად იუმორისტულ გადაცემაში მონაწილეობა რომ გეცადათ, არ გიფიქრიათ?

- არა, ეს ჩემი საქმე არაა.

"არ ვიცი, ოთოს გარეშე რა და როგორ იქნებოდა... ჩვენ შორის დიდი ნდობაა" - ჯულიანა ბარ-გნარი ოთო ფოლადაშვილთან ურთიერთობასა და წარმატებაზე

მონიკა ბელუჩის 16 წლის ქალიშვილის ახალი ფოტოები და მონიკას წერილი შვილს - "იყო და არა იყო რა, ერთ დროს პატარა გოგონა იყო.."

თორნიკე ოქრიაშვილის მეუღლე, შვილები და ცხოვრება მოედანს მიღმა - "ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.. სულ ამბობდა, შევძლებ, ყველაფერს გავუმკლავდეო"