"გადახდილია ერთი ჭიქა რძით"... - ისტორია ექიმზე, რომელიც გულს გაგითბობთ

"გადახდილია ერთი ჭიქა რძით"... - ისტორია ექიმზე, რომელიც გულს გაგითბობთ

გულისამაჩუყებელი ისტორია, რომელსაც ახლა წაიკითხავთ ამერიკელი ექიმის ჰოვარდ კელის ნამდვილი ამბავია.

ჰოვარდ კელი ღარიბი ბიჭუნა იყო, რომელიც კარდაკარ მოწყალების თხოვნით ირჩენდა თავს. ერთ დღესაც, როცა სახლის კარები მშვენიერმა თანატოლმა გოგონამ გაუღო, ბიჭს შერცხვა და მხოლოდ წყალი ითხოვა მისგან. გოგონა მიხვდა, რომ ბიჭი მშიერი იყო და მას ერთი ჭიქა რძე გამოუტანა კართან...

წლების შემდეგ, ახალგაზრდა ქალი მძიმე დაავადებით მოხვდა საავადმყოფოში. მრავალ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ, ავადმყოფი ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გინეკოლოგთან, დოქტორ ჰოვარდ კელისთან გადაამისამართეს... ექიმმა დანახვისთანავე იცნო სარეცელზე მწოლიარე ქალი - გოგონა თავისი ბავშვობიდან და მტკიცედ გადაწყვიტა გადაერჩინა იგი.

ხანგრძლივმა და ძვირადღირებულმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო - ქალი გადარჩა. საავადმყოფოს ხარჯების ფურცლის მიღების შემდეგ, გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა გაოცება ვერ დამალა, როცა ფურცელს დახედა. მასზე რამდენიმე სიტყვა ეწერა: "ყველაფერი გადახდილია ერთი ჭიქა რძით"...

მოგვიანებით გადაიღეს სარეკლამო ვიდეორგოლი, რომლის შემქმნელები გვარწმუნებენ, რომ სიკეთის კეთება და გაცემა - ურთიერთობის საუკეთესო ფორმაა.

ნახეთ ვიდეო

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს