სად არის ნოეს კიდობანი - "მოულოდნელი კითხვები" ცნობილ პროდიუსერს

სად არის ნოეს კიდობანი - "მოულოდნელი კითხვები" ცნობილ პროდიუსერს

პროდიუსერი ნოე სულაბერიძე ამბობს, რომ ახალი გეგმები აქვს, - რაღაც პროექტზე მუშაობს და ცოტა ხანში გამოჩნდება, ხოლო თუ რას შემოგვთავაზებს, ამას ყველანი ვნახავთ, მანამდე კი, ვფიქრობ, რომ მისი სახელი და გვარი აქტიურად მაინც მეგაშოუ "ცეკვავენ ვარსკვავებს" უკავშირდება...

მოკლედ, ნოეს "მოულოდნელი კითხვებით" დავუკავშირდი და მგონი, სახალისო კითხვა-პასუხი გამოგვივიდა.

- სად ხარ და როგორ?

- თბილისში ვარ და კარგად.

- სად დაიკარგე?

- არსად, აქ ვარ. უბრალოდ, ვემზადები.

- რისთვის?

- ახალი გეგმები მაქვს, რაღაცას ვამზადებ და ამიტომ ვარ ცოტა ხანი კულისებში.

- ე.ი. ნახტომისთვის ემზადები?

- ყოველ შემთხვეაში, ვცდილობ, რომ გამომივიდეს.

- სპორული ხარ?

- ზესპორტული, სულ ვვარჯიშობ, ყოველდღე.

- ამიტომ დაიკელი წონაში?

- რა თქმა უნდა.

- დიეტა არ დაგჭირვებია?

- დიდად არა.

- ანუ ცოტა მაინც?

- ცოტა, ხო, მაგრამ ისეთი მკაცრი დიეტა, რომ დამეცვა, დღეში ორი კვერცხი და ქათმის სამი ბარკალი მეჭამა, ასეთი არაფერი გამიკეთებია (სიცილით ამბობს)...

- რამდენი კილო დაიკელი?

- ბოლო ორ წელიწადში, 16 კლოგრამი.

- გავიგე, "ცეკვავენ ვარსკვალებში" შემდეგი სეზონისთვს ნოემ უნდა იცეკვოსო...

- არც მიფიქრია და არც მინდა, ეს ჩემი მხრიდან არასერიოზული იქნება.

- ხომ შეიძლება, რომ ერთხელ შენც იცეკვო?

- ჰო, მაგრამ სადმე ქორწილში, დაბადების დღეზე.

- კარგად ცეკვავ?

- როგორც ყველა.

- ქართული ცეკვა იცი?

- ქართული ცეკვა არ ვიცი.

- დავუშვათ და მოხვდი "ცეკვავენ ვარსკვლავებში", პარტნიორად ვის აიყვანდი?

- რადგან ცეკვების კონკურსი აქვს მოგებული ნიკოლ შერზინგერს...

- "ტანგო" თუ "ჯაივი"?

- "ჯაივი".

- რატომ?

- უფრო ცოცხალია.

- ჩერტკოევი კარგი ტიპია?

- ძალიან.

- მისი ახალი ვარცხნილობა მოგწონს?

- ძველი მერჩივნა.

- შენზე ამბობენ, ქალებს მოსწონთო. მართალია?

- ეგ ქალებს უნდა ჰკითხო.

- რაიმე ჭორი თუ გაგივრცელებია?

- მეზიზღება ჭორი,ჭორიკანები და ვინც მაგის ტირაჟირებას აკეთებს და სამწუხაროდ, ჩემ გარშემო მრავლად არიან ასეთები.

- როგორ იქცევი, როცა ვიღაცას შენი თანდასწარებით ჭორავენ?

- ან მეცინება, ან თუ ჩემთვის სერიოზული თემაა, მოთმინების რეცეპრორებს ვრთავ. თუ ვინე ახლობელს ეხება, ვცდილობ, კორექტულობის ფარგლებში დავიცვა. დეტალურად არავის ავყვები და მით უეტეს ადამიანს, რომელიც ხშირად ფოკუსირებულია დეზინფორმაციაზე.

- დავას აქვს აზრი?

- რა თქმა უნდა, აქვს.

- ნოე, სად არის შენი კიდობანი?

- ერთი "არარატზე" დავტოვე და მეორეს ჯერჯერობით, მხოლოდ და მხოლოდ ახლა, ნახაზების მიხედვით ვკრავ და ველოდები იმ ბინადრებს, რომლებიც შიგ შევლენ.

- ფეისკონტროლის დაწესებას აპირებ?

- არამარტო ფეისკონტროლი, არამედ ჰიუმან კონტროლიც იქნება.

- ბურთი მართლა მრგვალია?

- ბურთი არ ვიცი და დედამიწა კი მრგვალია.

- და ბრუნავს კიდეც?

- ჰო, ყველაფერი ბრუნავს, თან, ორმხრივად.

- ბურთი საკუთარ კარში თუ გაგიტანია?

- აუ, რამდენიც გინდა. იმის მერე კი ორი გამაქვს ხოლმე მეტოქის კარში.

- "ტეხავს" ხომ საკუთარ კარში ბურთის გატანა?

- არა, რადგანაც იმის მერე მეტი მოტივაციაა, რომ სხვის კარში გაიტანო.

- რომელი მინისტრის პორტფელს ჩაიბარებდი?

- "შინაგანი იტელექტის მინისტრის"...

- შენი საყავრელი ფრაზა გვითხარი.

- ყველაფერი გამოვა!

- ახლა რა ლექსიდან წაგვიკითხავდი სტრიქონს?...

- "ახლა, როცა ამ სტრიქონს ვწერ,/ შუაღამე იწვის დნება,/ სიო სარკმლით მონაბერი,/ ველთა ზრაპარს მეუბნება.

- გიყვარს გალაკტიონი?

- კი, რა თქმა უნდა.

- რას მიიჩნევ შენს "ბეწვის ხიდად"?

- "ბეწვის ხიდი" ყოველთვის თან დამდევს, რადგანაც რისკიანი ვარ. ერთ-ერთი ასეთი ხიდი ჩემი ნერვებია და მიხარია, რომ მას ვთოკავ.

- მანქანის სანომრე ნიშანი შეცვალე?

- მაგაზე ძალიან მეცინება, ვხალისობ და ვისაც სასაცილო სერიები აქვთ, მაგ მანქანებს უკან დავდევ, რომ სურათი გადავუღო. ეგ სერიები პროტესტის გრძნობას მიჩენა და იმას, რომ ახალი სანომრე ნიშანი არ ავიღო.

- მგონი, მაგ მიმართულებით "პრასვეტი" არ გაქვს, რადგანაც შენი სახელი - ნოე სამასოიანია. ერთი ასო გაკლდება.

- მერე რა, სამაგიეროდ ჩემი გონებაა გახსნილი და რაღაც ასოს ისე დავამატებ, რომ საკაიფო კომბინაცია მივიღო.

- რამდენია 7X9?

- 63.

- ტაბულა გცოდნია. ვისი ფანი ხარ?

- რეალ-მადრიდის...

- ყოველთვის იცი ჯიბეში რამდენი გაქვს ფული?

- არა.

- დღეს რა დღეა?

- პარასკევი (ჩაწერილი 31 ოქტომბერს.- ავტ.).

- უიქენდებს როგორ ატარებ?

- განსხვავებულად, ანუ ტრადიციულად სასმელის სმაში არა.

- ალკოჰოლი არ გიყვარს?

- სიტუაციურად.

- არსებობს ანდაზა: "გამშველებს მეტი მოხვებაო". თუ ყოფილხარ მსგავს სიატაცაში?

- არაერთხელ.

- ბოლოს შენგან ერთი პატარა სიბრძნეც დაგვიტოვე.

- "სწავლა სიბერემდე"...

- ახლა რას სწავლობ?

- სულ ვსწავლობ... ახლა კონკრეტულად, ადამიანებს ვსწავლობ, სულ სხვა კუთხით ვაკვირდები მათ.

ლალი ფაცია

"ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება