"შესაძლოა, ცოტა ხანში ქართულ პოლიტიკაში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ" - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

"შესაძლოა, ცოტა ხანში ქართულ პოლიტიკაში ახალი ლიდერები გამოჩნდნენ" - ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

როგორც ასტროლოგები პროგნოზირებენ, ნოემბრის თვე ასტროლოგიური კუთხით, სირთულეებს გვთავაზობს. რაში გამოიხატება ეს და რა მთავარი ასპექტებია გასათვალისწინებელი, ამაზე "ამბები.გეს" ასტროლოგი სოფო ბზეკალავა ესაუბრება.

- ოქტომბერი ორი, მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით - მზისა და მთვარის დაბნელებებით იყო გამორჩეული. დაბნელებები როგორც წესი, ამა თუ იმ მოვლენის მიმდინარეობისას ხშირად უმთავრესი ათვლის წერტილია. მთვარის დაბნელება დასასრულ იმპულსს იძლევა (ვწყვეტთ ურთიერთობებს, ვასრულებთ მომაბეზრებელ საქმეებს, ვიშორებთ ვალდებულებებს და ა.შ). მზის დაბნელება კი პირიქით, ყოველთვის რაიმე ახლის, გლობალურის (თუმცა ყოველთვის დადებითის არა!) დაწყების საწინდარია. ამიტომ შეგვიძლია მარტივად ვივარაუდოთ, რომ ნოემბერი, ფაქტობრივად, ჯაჭვური გაგრძელებაა იმ მოვლენებისა, რასაც საფუძველი ოქტომბრის ბოლოს ჩაეყარა. ძირითადი აქცენტები კი ამ მხრივ მსოფლიო და ადგილობრივ პოლიტიკურ მოვლენებზე გაკეთდება. გამომდინარე იქიდან, რომ მორიელი იდუმალების მოყვარული ნიშანია, შესაძლოა, საზოგადოება ისეთი ტიპის პოლიტიკური მოვლენების განვითარების ეპიცენტრში აღმოჩნდეს, რომლის სათავეც ჯერ კიდევ ოქტომბრის დაბნელებისას არის მოსაძებნი. თუმცა ის მორიელურად, კარგად იყო დრომდე შეფუთული და "ინფორმაციული ნაღმი" საჭირო დროს, საჭირო ადგილზე ამოქმედდება. მორიელს კულისებს მიღმა უყვარს "სპექტაკლის" მომზადება, ხოლო მის განსახორციელებლად ყოველთვის პოულობს ხალხს, ვისაც ტრიბუნაზე დგომა და დემაგოგია არ ეზარება... სხვაგვარად რომ ვთქვათ, სხვისი ხელით უყვარს ეკლის მოგლეჯა და ზუსტად ეს სიტუაციაა.

- რას გვეტყვი ნოემბრის პირველ დეკადაზე?

- ნოემბრის დასაწყისში - კერძოდ, 6 რიცხვში სავსემთვარეობას ველოდებით. ემოციები, კონფლიქტების, ღია და ფარული დაპირისპირების ალბათობა ამ დღეს განსაკუთრებულად მოიმატებს. თუმცა სიტუაცია საკმაოდ ჩახლართული იქნება საიმისოდ, რომ საზოგადოებამ ზუსტად გაიგოს, თუ სად არის რეალურად ძაღლის თავი დამარხული.

10 ნოემბერს ორი ძალზე მნიშვნელოვანი, ასტროლოგიურ ენაზე რომ ვთქვათ, "ბოროტი" პლანეტის, მარსისა და პლუტონის შეერთება დაფიქსირდება. რის ხარჯზეც პოლიტიკური "თამაშების" გააქტიურებას უკვე მსოფლიო ასპარეზზე უნდა ველოდოთ. საქმე ეხება რაღაც ძალიან დიდ და მნიშვნელოვანი სახის დიპლომატიურ გადათამაშებას მსოფლიო ლიდერებს შორის, რომელიც რეალურ შედეგს ცოტა მოგვიანებით მოიტანს. გამომდინარე იქედან, რომ შეერთება თხის რქის ზოდიაქოში ხდება, თანაც ერთ-ერთ სამეფო გრადუსზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის ეს მოვლენები უფრო კარგის მომტანი უნდა იყოს, ვიდრე ცუდის. გამორიცხული არ არის სამომავლოდ ჩვენმა ქვეყანამ სტრატეგიული დანიშნულება შეიძინოს, ამის საფუძველი კი სწორედ ამ წლის ნოემბერში შეიძლება გაჩნდეს.

- ნოემბრის შუა რიცხვებში რა ასტროლოგიური ასპეტებია მოსალოდნელი?

- 13-15 ნოემბრის შუალედში პლანეტარული კომბინაციები ერთობ სტრესულ ასპექტებს ქმნის. ამიტომ ამ პერიოდში მოერიდეთ მსხვილ, საბიუჯეტო ოპერაციებს, დიდი ფულის ჩადებას ბიზნესში (განსაკუთრებით თუ ეს სახელოვნებო სფეროებს ეხება). მაქსიმალურად აკონტროლეთ სიჩქარე საჭესთან ჯდომისას და აუცილებლად გააკონტროლეთ ავტომობილის ტექნიკური გამართულობა, დიდ გზაზე გამგზავრების წინ.

16 ნოებრიდან კარგი პერიოდი დგება მათთვის, ვისაც მოღვაწეობა საერთაშორისო სარბიელზე უწევს, აქვს ბიზნესი საზღვარგარეთ, მუშაობს უცხოელებთან, ტურისტული საქმიანობითაა დაკავებული. ამის გარდა, კარგი პერიოდია პოლიტიკოსებისთვისაც, შესაძლოა ახალი, საინტერესო იდეოლოგიური ლიდერებიც გამოჩნდნენ ქართული პოლიტიკის ჰორიზონტზე...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია