რა დაუწუნა ზურა ყიფშიძემ შვილს ''ნიჭიერში'' - გიორგი ოჯახს დაუბრუნდა

რა დაუწუნა ზურა ყიფშიძემ შვილს ''ნიჭიერში'' - გიორგი ოჯახს დაუბრუნდა

''ნიჭიერში'' ვანიკო თარხნიშვილს პარტნიორად თიკა ფაცაციას მაგივრად გიორგი ყიფშიძე შეურჩიეს. თიკა და ვანიკო ძალიან კარგ ტელეწყვილს წარმოადგენდნენ, თუმცა არანაკლებ საინტერესოა ორი მამაკაცის ტანდემიც, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ წარმატებულად შედგა. ისინი ერთად თავს კარგად გრძნობენ და მაყურებლის გართობაც არ უჭირთ.

შეიძლება ითქვას, რომ ''ნიჭიერი'' ვანიკო თარხნიშვილთან ერთად დაიბადა, რაც შეეხება გიორგის, ეს საქმე მისთვის შედარებით ახალია.

მსახიობს, ახალ ამპლუასთან ერთად, პირადი ამბებიც გამოვკითხეთ.

- გიორგი, როგორ შემოგთავაზეს ამ პროექტის წამყვანობა?

- მე და ვანიკო თარხნიშვილი მეგობრები ვართ, ერთ თეატრში ვმუშაობთ, ჩემი შვილის ნათლიაა. მან მითხრა პირველად, ჩვენს ტელედუეტზე ფიქრობენ ''ნიჭიერში'' და რას იტყვიო. ზოგადად, წამყვანობის კომპლექსი მაქვს, მივიჩნევ, რომ ამას ცალკე ნიჭი სჭირდება, მსახიობს ტელეწამყვანობის ნიჭი თანდაყოლილი ნამდვილად არ აქვს. ადრე მქონდა სხვადასხვა შოუდან შემოთავაზება, მაგრამ სულ გავურბოდი, მეშინოდა, ტელეწამყვანობის, ტექსტის დამახსოვრების პანიკური შიში მქონდა.

- თუმცა, ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გამოცდილება მიიღე.

- ეგ რა გამოცდილებაა, იქ მთავარი დუტა და ნანკა იყვნენ, მე დამხმარე ვიყავი მათთვის... მე და ვანიჩკა შეხუმრებულ-შეთამაშებულები ვართ ერთმანეთთან, ალბათ ამიტომაც გაამართლა ჩვენმა დუეტმა. ჩიპსა და დეილს გვეძახიან. ყოველთვის კრიტიკულად ვარ განწყობილი საკუთარი თავის მიმართ. პირველ გადაცემას რომ ვუყურე, ვთქვი, რომ რაღაცების სხვანაირად გაკეთება შეიძლებოდა. გამოუცდელობის ბრალია. ლაივებზე, ალბათ, გამოვასწორებ.

- კრიტიკა იყო ოჯახში?

- მამაჩემი მუდმივად მაკრიტიკებს. ამ გადაცემის მერეც ნახევრად ხუმრობით

მითხრა, რას იტყლარჭებოდიო, მაგრამ მისი რეაქციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებ, არ შერცხვენია ჩემი. მთლიანობაში მოეწონა ხალხს ჩვენი გამოსვლა, ვანიკოს ვაბრალებ ამას. მას დიდი გამოცდილება აქვს, თამამად ვარ მასთან... სცენას სხვა ეთიკა სჭირდება. არაეთიკურიც წამოგვცდენია ზოგჯერ. ამ დროს სპეციალურად ვამბობთ უცენზურო სიტყვებს, რომ გავაფუჭოთ ჩანაწერი და ეთერში არ მოხვდეს. ღია ეთერში რა წამომცდება, კაცმა არ იცის (იცინის), ყველაფრისთვის მზად უნდა იყოთ.

- გიორგი, ამ პროექტში საკმაოდ გამოცდილი ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია ჩაანაცვლე. თუ იცი მისი დამოკიდებულება?

- არ ვიცი, რაც ამ პროექტში მოვედი, მის მერე თიკა არ მინახავს.

- ხშირად გვინახავს ''ნიჭიერში'' აცრემლებული თიკა, შენ თუ გქონია მსგავსი მომენტი რომელიმე კონკურსანტზე?

- რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა ავსლუკუნდი, თუმცა ცრემლამდე საქმე არ მისულა. ამით, მაგარი ვარ-მეთქი, არ ვამბობ, ზოგადად, ყველაფერზე მეტირება. უბრალოდ, იცი, რომ იქ საქმეს აკეთებ და თავისთავად კონტროლდება შენი ემოციები.

- ე.ი. შენსა და ვანიკოს ცრემლებს ვერ ვნახავთ?

- შეიძლება ნახოთ, არ ვიცი, რა მოხდება ლაივებზე.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება