ნიგერიის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად 47 მოსწავლე დაიღუპა

ნიგერიის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად 47 მოსწავლე დაიღუპა

სულ მცირე 47 მოსწავლე დაიღუპა ნიგერიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ პოტისკუმის სკოლაში მომხდარი აფეთქების შედეგად. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, აფეთქება ნიგერიის ისლამისტურმა დაჯგუფება "ბოკო ჰარმმა" განახორციელა. "ბიბისის" ინფორმაციით, სამეცნიერო-ტექნიკურ სკოლაში თავი თვითმკვლელმა ტერორისტმა აიფეთქა. პოლიციის განცხადებით, აფეთქების შედეგად 79 ადამიანი დაიჭრა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ნიგერიაში "ბოევიკები" ხშირად ახორციელებენ თავდასხმებს სკოლებზე, რის შედეგადაც რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა