"სანადიროდ ყოფილა და მანქანა გადაუყირავდათ" - რას ყვება ტრაგიკულად გარდაცვლილ სპორტსმენზე ახლო მეგობარი

"სანადიროდ ყოფილა და მანქანა გადაუყირავდათ" - რას ყვება ტრაგიკულად გარდაცვლილ სპორტსმენზე ახლო მეგობარი

9 ნოემბერს, ავტოკატასტროფაში ცნობილი ქართველი სპორტსმენი, გურამ გუგენიშვილი გარდაიცვალა. გურამი, დისციპლინაში - "ბრძოლა წესების გარეშე," M-1 Challenge-ს პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო. ის 28 წლის იყო. მან თავისი პროფესიონალური კარიერა 2009 წელს დაიწყო და ორი წლის განმავლობაში 11 მოწინააღმდეგესთან 11-ვე ბრძოლა მოიგო, რის შედეგადაც უკრაინაში ჩემპიონის ქამრის მფლობელი გახდა.

მისი გახსენება გურამის ახლო მეგობარს, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტს, მსახიობსა და წამყვანს, დავით ქაცარავას ვთხოვეთ:

- როგორც გავიგე, სანადიროდ ყოფილა და მანქანა გადაუყირავდათ. გურამის გარდა სხვებიც ისხდნენ მანქანაში და საბედნიეროდ გადარჩნენ. გურამმა კისრის ტრამვა მიიღო, რაც სავალალო აღმოჩნდა. სხვათაშორის, როგორც თქვეს, მანქანა დაბალი სიჩქარით მოძრაობდა, მაგრამ ავარია გურამისთვის მაინც ფატალურად დასრულდა.

- ის თქვენი ახლო მეგობარი იყო...

- კი ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით. ყველას უდიდესი ტკივილი დაგვიტოვა. ვინც კი იცნობდა, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხება, ყველასთვის უდიდესი დანაკლისია მისი გარდაცვალება. გურამი უკეთილშობილესი ადამიანი იყო. რამდენადაც დიდი იყო ტანად, იმდენად თავმდაბალი იყო ბუნებით. სწორედ გურამისნაირი ადამიანები სჭირდება დღეს ჩვენ ქვეყანას. ასეთი ქართველები უნდა გვიმრავლოს ღმერთმა. ძალიან დიდი სიცარიელე გააჩინა ჩემს გვერდით. ბუნებრივია, ცხოვრება გრძელდება, მაგრამ დიდი ტკივილით. გურამს საცოლე ყავდა და ქორწილისათვის ემზადებოდა, რომელიც ზაფხულში უნდა ჰქონოდა, მაგრამ....

- ის იყო მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენი...

- მისი სახით მსოფლიომაც დაკარგა უდიდესი სპორტსმენი. უკვე დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები და მსოფლიოს წამყვან რინგზე უნდა ეჩხუბა. უმაღლესი დონის ტურნირებზე უნდა გამოსულიყო, სადაც დარწმუნებული ვარ თუ ლიდერებში არ იქნებოდა, აუტსაიდერებშიც არასოდეს მოხვდებოდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია