ესპანეთის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების რეზოლუციას მხარი დაუჭირა

ესპანეთის პარლამენტის დეპუტატთა კონგრესმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირა მხარი რეზოლუციას, რომლითაც ქვეყნის ხელისუფლებას მოუწოდა , პალესტინა სახელმწიფოდ აღიაროს რეზოლუციაში, რომელსაც სიმბოლური ხასიათი გააჩნია და მასში არავითარი ვადები არ არის მითითებული, აღნიშნულია, რომ კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი შესაძლებლობა იქნება ის, რომ არსებობდეს ორი სახელმწიფო - ისრაელი და პალესტინა. აღნიშნული რეზოლუციის პარლამენტში შეტანის ინიციატორი ესპანეთის ოპოზიციური სოციალისტური მუშათა პარტიაა.

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ გარსი-მარგალომ განაცხადა, რომ ესპანეთი ამ ნაბიჯს მაშინ გადადგამდა, როდესაც დარწმუნდებოდა, რომ პალესტინა-ისრაელის მოლაპარაკებები წინ არ მიდის. მისივე თქმით, პალესტინის სახელმწიფოდ აღიარება არ უნდა იყოს სიმბოლური აქტი, არამედ ამან ხელი უნდა შეუწყოს ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის დარეგულირებას.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა