ნუცა ბუზალაძის დიეტა - როგორ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს მომღერალი

ნუცა ბუზალაძის დიეტა - როგორ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს მომღერალი

მომღერალი ნუცა ბუზალაძე გასულ კვირას ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' გამოეთიშა. რეპეტიციის დროს ფეხი მოიტეხა. მიუხედავდ იმისა, რომ ნუცა პროექტში, მონაწილეებიდან ყველაზე პუტკუნა იყო, მაინც უმაღლეს შეფასებებს და ქულებს იღებდა ჟიურისგან. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორ ახერხებს ნუცა სპორტულ ფორმაში ყოფნას.

- ნუცა, რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყო?

- ვარჯიში და ჰიპ-ჰოპის ცეკვა 13 წლის ასაკიდან დავიწყე. მკაცრ დიეტებს არასდროს ვიცავ. ძალიან მიყვარს ჭამა. როცა ძალიან მჭირდება დაკლება, იმ შემთხვევაში ვიცავ დიეტას. არ მიყვარს პური. ცოლმეულს საერთოდ არ ვჭამ.

- რომელ დიეტას იცავ?

- ერთი დღე ვჭამ რაც მინდა, მერე მთელი კვირა ვიცავ დიეტას. მიყვარს ჯანსაღი კვება, მაგრამ ამის მოხერხება რთულია, როცა მთელი დღე სახლიდან გასული ხარ. ერთად ერთი რამ, რაც ყველაზე ძალიან მეხმარება წონის დაკლებაში არის ვარჯიში. ჩემი დღიური ნორმაა, ორმოცი წუთის განმავლობაში სირბილი. ვაკეთებ კუნთების ვარჯიშს. ფეხის კუნთები ძალიან ნავარჯიშები მაქვს. ბავშვობიდან მაქვს მუცლის პრობლემა და ხშირად ვაკეთებ პრესის ვარჯიშებს. რასაკვირველია, შემიძლია, ისეთი დიეტა დავიცვა, რომ სწრაფად დავიკლო წონაში, მაგრამ სწრაფად დაკლება არ მინდა, მერე სწრაფადვე ვიმატებ. ახლა ძალიან მინდა, დავიკლო კიდევ ხუთი კილო იმისთვის, რომ იდეალურ ფორმაში ჩავდგე.

გაგრძელება

"წუხელ ბედნიერებისგან არ მეძინა, წნევამ ამიწია..." - ლელა ვეფხვაძეს ფონდმა "ქართუმ" ბინა უყიდა

"ინფიცირებულებმა მოულოდნელად ყნოსვისა და გემოს შეგრძნება დაკარგეს... აქ ჩარჩენილია ექიმების ჯგუფიც" -  რა მდგომარეობაა დაკეტილ მესტიაში

რას ამბობს ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელი აგვისტოს ომზე, ლუგარის ლაბორატორიასა და საოკუპაციო ხელისუფლების უკანონო ქმედებებზე?