ნორვეგიაში პოლიციელებმა იარაღის ტარება დაიწყეს

ნორვეგიაში პოლიციელებმა იარაღის ტარება დაიწყეს

ნორვეგიაში ტერორიზმის გაზრდილი საფრთხის გამო, პოლიციელებმა იარაღის ტარება დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას "ევრონიუსი" ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, როგორც წესი, ნორვეგიელი პოლიციელები უიარაღოდ პატრულირებენ, თუმცა შობის წინ, ტერორიზმის მომატებული საფრთხის გამო, პოლიცია შეიარაღებული იქნება სულ მცირე მომავალი ოთხი კვირის განმავლობაში. ნორვეგიის ხელისუფლების განცხადებით, ბოლო პერიოდში ნორვეგიდან 60-მდე ადამიანი შეუერთდა სირიაში მოქმედ "ისლამურ სახელმწიფოს". ისლანდიასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ნორვეგია იმ სამ ევროპულ ქვეყანას შორისაა, სადაც სამართალდამცავები მხოლოდ რეზინის ხელჯოხებით არიან შეიარაღებული.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა