ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე და საკრებულოს წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მიზეზი სტადიონის დანგრევის და წინა ხელისუფლების დროს უხარისხოდ აშენებული სპორტკომპლექსის საკითხები იყო. ამ საკითხმა  საკრებულოს დეპუტატების, ნაციონალური მოძრაობის წევრების, ბათლომე შელიას და ანა წითლიძის უკმაყოფილება გამოიწვია. სხდომაზე ერთის მხრივ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ გიორგი თოდუა, ანა წითლიძე და ბათლომე შელია, მეორეს მხრივ, ანა წითლიძე და ნატალია შეროზია. საკრებულოს წევრებმა ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

"ფეხბურთის სტადიონი ქალაქელებს, და საერთოდ, არავის არ კითხეს, ისე დაანგრიეს. ფაქტობრივად, დღეს ქალაქში სტადიონი არ არსებობს. ის სპორტული დარბაზიც, დამეთანხმებით, თავის დროზე უხარისხოდ იყო აშენებული. აი, ამიტომ გვიწევს ჩვენ დამატებით 600 ათასი ლარის გამოყოფა. ფუნდამენტი არ აქვს. არ ვიცი, ვინ ჩაიბარა მაშინ, რა მოხდა, როგორ მოხდა, მაგრამ არის საშინელ მდგომარეობაში", - განაცხადა გოგა თოდუამ.

მის საპასუხოდ კი ბათლომე შელიამ განაცხადა: "რა ვიცი ბატონო გოგა, კი დავდივართ, საკრებულოც თამაშობს, ბავშვებიც თამაშობენ, ყველა ვარჯიშობს. კატასტროფული მდგომარეობა იქ არ არის, უბრალოდ, რაღაც რემონტი იყო გასაკეთებელი. არ შეიძლება ასე თქმა, რომ კატასტროფული მდგომარეობაა".

სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა წარსული შეცდომების შეხსენებით და მოქმედი ხელისუფლების უმოქმედობაში დადანაშაულებით. 

იხილეთ ვრცლად

livepress.ge

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა