გიორგი ბარამიძე - პრეზიდენტის მიერ ამგვარი პროექტის წარმოდგენით გაკვირვებული დავრჩით

გიორგი ბარამიძე - პრეზიდენტის მიერ ამგვარი პროექტის წარმოდგენით გაკვირვებული დავრჩით

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი დეპუტატის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, გაკვირვებულია პრეზიდენტის მიერ ფარული მოსმენების შესახებ ამგვარი კანონპროექტის წარმოდგენით, - ამის შესახებ გიოგრი ბარამიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრეზიდენტის შეთავაზებებს კანონმდებლებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე აცნობს.

"მართალი გითხრათ, გაკვირვებული დავრჩით პრეზიდენტის მიერ ამგვარი პროექტის წარმოდგენით. მან განაცხადა, რომ წინააღმდეგია შინაგან საქმეთა სამინისტროში იყოს ის ბერკეტი, რომ უკანონოდ ხდებოდეს მოსმენა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ მართვის პულტი არ უნდა ყოფილიყო შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამის საწინააღმდეგოდ და ჩვენდა გასაკვირად, მან წარმოადგინა კანონპროექტი, რომელშიც მართვის პულტი კვლავ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში", - აღნიშნა ბარამიძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ იკითხა, რას გულისხმობდა ბარამიძე მართვის პულტში, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ მართვის პულტში გულისხმობს მართვის პულტს, შესაძლებლობას, რომ ზედამხედველობის გარეშეც, ყოველგვარი კონტროლის გარეშეც აიღოს და მოუსმინოს.

ამასთან დაკავშირებით, კვერენჩხილაძემ აღნიშნა, რომ ამგვარი რამ კანონში არ წერია, რაზეც ბარამიძემ განუმარტა, რომ ეს ტექნიკური საკითხია.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა