მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში "სოციალისტური პარტია" ლიდერობს

მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებში "სოციალისტური პარტია" ლიდერობს

მოლდოვაში გუშინ გამართულ საპარლამენტო არჩევნებში "სოციალისტური პარტია" ლიდერობს. მოლდოვას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ბიულეტენების 83,7%. "სოციალისტურ პარტიას" იგორ დოდონის ხელმძღვანელობით, 21,63% აქვს; მეორე ადგილს იკავებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვლად ფილატის "ლიბერალ-დემოკრატიული პარტია" 19,19%-ით; მან მესამე ადგილზე ჩამოიტოვა "კომუნისტური პარტია", რომელმაც, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 17,94% მიიღო. ხმათა 15,9% დააგროვა "დემოკრატიულმა პარტიამ". 6%-იანი ბარიერი გადალახა "ლიბერალურმა პარტიამაც", რომელსაც არჩევნებში მონაწილეთა 9,25%-მა დაუჭირა მხარი.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა