ივანიშვილმა მომისაჯა დეპუტატობა - ზაქარია ქუცნაშვილი

ივანიშვილმა მომისაჯა დეპუტატობა - ზაქარია ქუცნაშვილი

"ივანიშვილმა მომისაჯა დეპუტატობა," - ეს განცხადება, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ტელეკომპანია "რუსთავი-2"-ის გადაცემა "არჩევანის" ეთერში გააკეთა. მისი თქმით, მას არ სურდა, ყოფილიყო პარლამენტის წევრი და რის შესახებაც ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერმე უთხრა.

"მე ვუთხარი ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ მსურდა დეპუტატობა და მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ვიქნებოდი გუნდთან ერთად. თუმცა, მან მომისაჯა ეს. როგორც მაშინ მან მე მითხრა, არც მას სურდა პრემიერ-მინისტრობა. თუმცა, მისი თქმით, აუცილებელი იყო, მოსულიყო ხელისუფლებაში ხალხი, რომელიც სკამებზე არ იქნებოდა ჩაბღაუჭებული," - განაცხადა ქუცნაშვილმა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა